ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, დაუდასტურდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს კორონავირუსი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, დაუდასტურდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს კორონავირუსი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთი ფაქტის შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება.

„ეს ინფორმაცია ჩემთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ყველა იმ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ, რომელიც ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის მოწოდებული. დადასტურების შემთხვევაში, როგორც წესი თანამშრომლები გადადიან თვითიზოლაციაში და განყოფილებაში, სადაც ფაქტი დასტურდება, ხდება მისი დეზინფექცია შესაბამისი წესების დაცვის და თანამშრომლების იზოლაცია“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა