ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიევმა პუტინს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა და ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს კონფლიქტის საკითხიც განიხილეს.

„ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ალიევთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით დიალოგს განაგრძობს,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს