თეა ახვლედიანი დავით გარეჯის საკითხზე - განვაგრძობთ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით

ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. ამ პროცესში ჩართული არიან ექსპერტები, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველი სახელმწიფო ბუნებრივია ცდილობს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაჭრას ამგვარი თემები.

„ამდენად ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. ამ პროცესში ჩართული არიან ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დოკუმენტურ მასალას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თეა ახვლედიანი დავით გარეჯის საკითხზე - განვაგრძობთ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით

ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. ამ პროცესში ჩართული არიან ექსპერტები, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველი სახელმწიფო ბუნებრივია ცდილობს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაჭრას ამგვარი თემები.

„ამდენად ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. ამ პროცესში ჩართული არიან ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დოკუმენტურ მასალას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია