ლუდი „ნატახტარის“ „ვეფხისტყაოსნის“ შეზღუდული სერია საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი

“წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020) ის საერთაშორისო კონკურსებია, რომლებშიც „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ სერია იღებს მონაწილეობას.

„ეფეს საქართველომ“ მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული.

პროექტი დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო, ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. წიგნი 2019 წელს გამოქვეყნდა და

ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელი იქნება მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით.

თანასწორობა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

„ჩვენ ვამაყობთ რომ ჩვენი საყვარელი პროექტი წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კონკურსებზე და „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებულ „ნატახტრის“ ქილას მსოფლიოს ცნობილი ბრენდების გვერდით ვიხილავთ. ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში, - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ შეფუთვას, როგორც საინფორმაციო მატარებელს, რათა გავახსენოთ ის, რაც მუდმივია და რაზეც საუბარი დაგვავიწყდა, ან გვერიდება, ან არ გვინდა საუბარი. ამ პროექტზე „ეფეს საქართველოს“ გუნდი 2019 წლიდან ვმუშაობთ და საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომითა და დავით მაჭავარიანის უდიდესი ჩართულობით „საყვარელი“ პროექტი ჩაეშვა, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და დიდი იმედი გვაქვს, თქვენც მოგეწონებათ,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო