თეონა ჭალიძე - ნომერი 27-ის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაძლევთ ძალას ეფექტურად დავიცვა იმ ადამიანების ინტერესები, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიმართავს, რომ მისი გუნდის არჩევის შემთხვევაში, ეფექტურად დაიცავს იმ ადამიანების ინტერესებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ჭალიძის თქმით, მისი სურვილია სიღარიბის დამარცხება და ყველა იმ ადამიანის იმედების გამართლება, რომლებიც ჩათვლიან, რომ თეონა ჭალიძე მათი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში.

„მივმართავ ყველა სიციალურად დაუცველ ადამიანს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ნომერი 27-ის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაძლევთ ძალას, რომ უფრო ეფექტურად დავიცვა იმ ადამიანების ინტერესები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, აუცილებლად გავამართლებ იმ ადამიანების იმედებს, ვინც ჩათვლის, რომ მისი წარმომადგენელი ვიყო პარლამენტში. ყველა თქვენგანის ხმა ჩემთვის გადამწყვეტია, ერთ ადამიანს და მის ერთ ხმას დიდი ძალა აქვს. მე მინდა სიღარიბის დამარცხება, მინდა, რომ აღარ ტიროდნენ ადამიანები შიმშილისგან, სიმწრისგან რომ წამალს ვერ ყიდულობენ შვილისთვის, მშობლისთვის. გულწრფელად მჯერა გიორგი ვაშაძის, რომ მას თავის გუნდთან ერთად და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით შეუძლია საქართველო ლიდერ სახელმწიფოთა შორის წარმოაჩინოს. ვიცი, რომ ის იქნება ხალხზე გამორჩეულად მზრუნველი და ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ლიდერი. მადლობა მას შესაძლებლობისთვის, რომელიც მომცა და მადლობა ნდობისთვის. უდავოდ დიდია მისი წვლილი, რომ მე პოლიტიკაში ვარ", - აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს