„თავისუფალი საქართველო“ - სოსო გოგაშვილი ახალი ხელისუფლებისთვის დასაჭერად გამზადებული კრიმინალია

სოსო გოგაშვილი ახალი ხელისუფლებისთვის დასაჭერად გამზადებული კრიმინალია, - ასე აფასებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების ფაქტს.

მისი განცხადებით, სოსო გოგაშვილის მაგალითი არის იმის ნათელი დასტური, თუ რას ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ იმსახურო და აკეთო ყველანაირი სიბინძურე.

„საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გოგაშვილი ისე მოისროლა, როგორც ძალიან ბევრს მოექცა აქამდე. დღეს, პრაქტიკულად გოგაშვილი ახალი ხელისუფლებისთვის გამზადებული კრიმინალია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ვინც ნებისმიერი ხელისუფლებისაგან უკანონო დავალებებს მიიღებს და განახორციელებს“, - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

პარტიის ინფორმაციით, კახა კუკავა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ვაკის რაიონში იყრის.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს