გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დაწყებულ სასამართლო პროცესს რუსეთი დადგმულს უწოდებს

მოსკოვი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ბერლინს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში, გერმანიის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყალიბდება აზრი, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტთა ერთ-ერთი მეთაურის, შამილ ბასაევის თანამებრძოლის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმეში, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გერმანიის იუსტიციის ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობაზე იმედის დამყარება“ , - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ დადგმულ პროცესზე ყველა როლი წინასწარ განაწილებულია.

„არ ჩნდება ეჭვი, რომ დაწყებულ სასამართლო მოსმენებზე ხანგოშვილზე თავდასხმის ბრალდება მიეწერება, როგორც უკვე პროცესებზე ითქვა, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. იმის შესახებ, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკურია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის დეკემბერში ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ბერლინში ოთხშაბათს დაიწყო სასამართლო პროცესი 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე - ვადიმ სოკოლოვია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დაწყებულ სასამართლო პროცესს რუსეთი დადგმულს უწოდებს

მოსკოვი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ბერლინს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში, გერმანიის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყალიბდება აზრი, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტთა ერთ-ერთი მეთაურის, შამილ ბასაევის თანამებრძოლის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმეში, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გერმანიის იუსტიციის ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობაზე იმედის დამყარება“ , - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ დადგმულ პროცესზე ყველა როლი წინასწარ განაწილებულია.

„არ ჩნდება ეჭვი, რომ დაწყებულ სასამართლო მოსმენებზე ხანგოშვილზე თავდასხმის ბრალდება მიეწერება, როგორც უკვე პროცესებზე ითქვა, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. იმის შესახებ, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკურია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის დეკემბერში ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ბერლინში ოთხშაბათს დაიწყო სასამართლო პროცესი 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე - ვადიმ სოკოლოვია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია