„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის, მსხლის და ვაშლის ბაღებს ტყემლის ახალი ნარგავები დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ საქართველოს ბანკი“ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ნარგავები 5 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი აგროსესხით, მეწარმემ შეიძინა ტრაქტორი და გამართა დენის და სარწყავი სისტემები. ასევე, კაპიტალურად შემოიღობა ფართობი და აღიჭურვა ვიდეო კამერებით.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, წელს უკვე პირველად, მეწარმემ 12 ტონამდე მოსავალი მიიღო, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განახორციელა. მომავალ წელს კი მოსალოდნელია 35 ტონა მოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ, მეწარმე სამომავლოდ საწარმოს აშენებასა და ტყემლის საწებლის წარმოების დაწყებას გეგმავს.

ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 50,000 ლარს შეადგენს. ობიექტზე ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ბაღებს საკუთარი აგრონომი ემსახურება.

როგორც „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ახვლედიანი აცხადებს, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

“სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი გაფართოვდა. სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის და ხილის ბაღების გაშენების პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ბიზნესი და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია