აზერბაიჯანთან დაპირისპირებას კიდევ 26 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ე.წ. არმიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაღუპული სამხედროების რაოდენობა 376-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.