კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები იცვლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები იცვლება.

როგორც გვანცელაძემ „კვირის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, ყველა მშობელს ეცოდინება აღსაზრდელის ბაღში მიყვანისა და ბაღიდან გამოყვანის ზუსტი განრიგი, რომლის დაცვაც მშობლებისთვის სასურველი იქნება.

ამასთან, გვანცელაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მოეწყო საჯარო ბაგა-ბაღების ეზოც, სადაც აღსაზრდელებსა და მათ თანმხლებ პირებს, ასაკობრივი დაყოფით, სპეციალური სტიკერებით გამიჯნული სივრცეები დახვდებათ.

„სწორედ ამ ადგილას უნდა იდგნენ ბავშვები, ასაკის მიხედვით. სპეციალური ეკიპირების მქონე აღმზრდელი აღსაზრდელს შენობაში ეზოს იმ სივრციდან შეიყვანს, სადაც სტიკერებია განთავსებული. მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. მინდა ყველა მშობელს მივმართო, გაითვალისწინონ ბავშვის მოყვანისა და გაყვანის დრო, რათა სიტუაცია უფრო მართვადი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ბავშვის გაყვანა დროზე ადრე მოუნდება, რაც იმედია, იშვიათად მოხდება, ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს. ამასთან, თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა, ბავშვი გადაგვყავს სხვა სივრცეში, ვურეკავთ მშობელს, რომ გონივრულ ვადაში წაიყვანოს, თუ მშობელი დააგვიანებს, მაშინ ჩვენ ვრეკავთ 112-ში.

რაც შეეეხება დეზინფექციას, განიავების ინტერვალი შეიცვალა და ოთახები ყოველ 2 საათში განიავდება. სათამოშოების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რთულად რეცხვადი სათამაშოები ამოვიღეთ. ამასთან, ოთახში, ოთხივე კუთხეში გვექნება ცენტრი, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან და ვეცდებით, რომ გონივრული დისტანცია დავიცვათ. როდესაც ადრე თეთრეულის გარეცხვა კვირაში ერთხელ იყო სავალდებულო, ახლა ეს გაიზარდა და თეთრეულის რეცხვა კვირაში ორჯერ იქნება საჭირო“, - განაცხადა გვანცელაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს