დანიბეგაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში კი, 3 995 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, დანიბეგაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 140 000 ლარი გამოიყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო