რატი იონათამიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, დავით გარეჯის საკითხზე, არაერთი მოღალატეობრივი განცხადება გაკეთდა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, დავით გარეჯის საკითხზე, არაერთი მოღალატეობრივი განცხადება გაკეთდა.

„ღალატია ის, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კადრულობენ და საუბრობენ, რომ თუნდაც ოდესმე დავით გარეჯის მონასტრის გარკვეული ნაწილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე და არ იყო საქართველოს კუთვნილება. ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის წინაშე. წინა ხელისუფლების დროს მსგავსი განცხადებები მოვისმინეთ მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება იყო, რომელიც ამ პროცესების ერთ-ერთი ზედამხედველი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რომ გამოძიებამ უპასუხოს, ვის რა მოტივი გააჩნდა ამ მიმართულებით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია