საგარეო უწყება - ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებს

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატური ჯგუფის - ,,საინფორმაციო საზოგადოება; აუდიოვიზუალური და მედიის სფერო; მეცნიერება და ტექნოლოგიები; განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა; კულტურა, სპორტი და ფიზიკური აქტივობა“ რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხდომას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ბეატრის სალვადორ გარსია.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროგრესის შეფასებას ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შედეგებს

„ ევროპული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, აუდიოვიზუალური პოლიტიკის, საინფორმაციო საზოგადოებისა და ტექნოლოგიების მმართველობის სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეულ ძალისხმევა და მიღწეული შედეგი.

სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ სექტორებში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და მოხდა შეთანხმება მომავალი ერთი წლის სამოქმედო ნაბიჯებზე“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა