პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, "ქართული ოცნებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერებს შორის ჩხოროწყუში დაპირისპირება მოხდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სამეგრელოში პარტიის წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში ხელი შეუშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები პირველი არ არის და სისტემატიურად მიმდინარეობს.

"სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას, დაპირისპირებასა და ხელის შეშლას საარჩევნო კამპანიაში ჩვენს მხარდამჭერებზე. გუშინ საღამოს სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩხოროწყუში, როდესაც „ქართული ოცნების" ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები ჩვენს მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც სააგიტაციო მასალას აკრავდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ხელშეშლას, ასევე, ადგილი ჰქონდა ზესტაფონსა და თელავში აგიტატორებზე ზემოქმედების სახით. მე მინდა"ქართულ ოცნებას" ვუთხრა, რომ ეს არის მათი უსუსური მცდელობა, რომელიც ამჟღავნებს მათ სისუსტეს. რაც მთავარია, არავინ არ აპირებს ამის გამო, უსამართლობის წინააღმდეგ შეწყვიტოს ის ბრძოლა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლმა" დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ორკესტრირებულად, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, მაგალითისთვის, თბილისის მერიამ ჩვენი აქტივისტები დააჯარიმა, რომლებიც საპენსიო სესხებზე ხელმოწერებს აგროვებდნენ. მსგავს ფაქტს, ასევე ადგილი ჰქონდა ვარკეთილის მეტროსთან, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ფიზიკურად თავს დაესხნენ საბანკო სესხებთან დაკავშირებით ხელმოწერების შემგროვებლებს. „სტრატეგია აღმაშენებელი" და გიორგი ვაშაძე უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ" - განაცხადა პაატა მანჯაგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა