სომხეთის თავდაცვის უწყება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის უწყება უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტარტარისა და აღდამის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. „თავდაცვის არმიის დანაყოფები სამხრეთის მიმართულებით მტრის თავდასხმებს იგერიებენ. გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ გადრუტზე თავდასხმას აგრძელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სომხური მხარე ტარტარისა და აღდამის რაიონებზე თავდასხმას ახორციელებს, კიდევ ერთი ტყუილია,“- აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი. მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 12:00 საათზე შევიდა, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა 12:05 საათზე დაიწყეს.

შეგახსენებთ, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა.

იხილეთ ვიდეო: სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს