ხაბაროვსკში ანტისამთავრობო აქციის დაშლისას პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ანტისამთავრობო აქციის დაშლისას პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებები მას შემდეგ დაიწყეს, რაც დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერებმა ქალაქის ცენტრში კარვების გაშლა დააპირეს.

ხაბაროვსკში ბოლო სამი თვეა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებას აპროტესტებენ.

სერგეი ფურგალი 9 ივლისს დააკავეს. მას მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13
ხაბაროვსკში ანტისამთავრობო აქციის დაშლისას პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ანტისამთავრობო აქციის დაშლისას პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებები მას შემდეგ დაიწყეს, რაც დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერებმა ქალაქის ცენტრში კარვების გაშლა დააპირეს.

ხაბაროვსკში ბოლო სამი თვეა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებას აპროტესტებენ.

სერგეი ფურგალი 9 ივლისს დააკავეს. მას მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025