გოჩა ენუქიძე - ჩემს გუნდთან, „ქართული ოცნებასთან" ერთად ბევრ კარგ, კეთილ და ღირსეულ საქმეს გავაკეთებთ

მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ მესტიაში განაცხადა.

მისი თქმით, სვანეთის მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებითა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

„ჩემო სვანებო, მადლობა უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით წლების განმავლობაში ერთად გავაკეთეთ. მადლობა „ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. ჩემს გუნდთან ერთად ვზრუნავდი რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. ახლაც, აქ, თქვენს წინაშე ვარ განწყობით, რომ კვლავაც ერთად შევცვლით ჩვენს მომავალს. მინდა აღვნიშნო, რომ მთიან რეგიონებზე ზრუნვა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია. მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს. უნდა მოვაწესრიგოთ მიწის საკუთრებისა და რეგისტრაციის პროცესი. კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კულტურული ძეგლების დაცვასა და რეაბილიტაციას. ჩვენთვის მთავარი მიზანი, მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა და სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავად ვარ - კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას. მესტიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზემო და ქვემო სვანეთის გზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ორ მუნიციპალიტეტს და კიდევ უფრო გაზრდის მათ შორის ტურისტულ პოტენციალს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს სასმელი წყლის გზების ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესი. ჩვენი ხელისუფლება წლებია ახორციელებს მნიშვნელოვან საგრანტო სამეწარმეო პროგრამებს, რომლის დამხარებითაც შეიქმნა არა ერთი წარმატებული ბიზნეს -პრეცენდენტი, გაჩნდა მრავალი სამუშაო ადგილი მესტიის განვითარებისთვის. ჩემს გუნდთან, „ქართული ოცნებასთან" ერთად ბევრ კარგ, კეთილ და ღირსეულ საქმეს გავაკეთებთ თქვენთვის, ჩვენი რეგიონისა და საქართველოს წარმატებისთვის. მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა