თბილისში, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლთან მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლთან მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები.

როგორც ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ მელაშვილი ამბობს, ბრალდება, რომელიც მის მეუღლეს წაუყენეს აბსურდულია.

მისივე თქმით, მედიით გაჟღერდა ასევე ინფორმაცია, რომ საქმის გამომძიებლის წინააღმდეგ აღძრულია ასევე გარკვეული გამოძიება, რაც მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ამდენად, როგორც მელაშვილი აღნიშნავს, ადვოკატი მისი აცილების საკითხს დააყენებს.

"დღევანდელი აქ შეკრების მიზეზი არის მხარდაჭერა ივერი მელაშვილის, მისი მეზობლები არიან, ვინც ბავშვობიდან იცნობდა და მხარს გვიჭერენ, რა თქმა უნდა იციან, რომ ის უდანაშაულოა. ბევრჯერ ვთქვი, რომ ბრალდება აბსურდულია და ძალიან ბინძური ბრალდებაა, რომელსაც სიმართლესთან საერთოდ არ აქვს კავშირი და როგორც ადრე ვთქვი, ეს ადამიანი და მეორეც ეწირება იმას, რომ "ოცნების" ხელისუფლებას უნდოდა ეჩვენებინა, რომ იმ ხელისუფლების დროს ხდებოდა მიწების გაყიდვა და არიქა - "ჩვენ გადავარჩინეთ", უნდოდათ ამით ხმების მოპოვება. როცა გააჟღერეს ეს რომ მოღალატეობრივია და ჩემმა მეუღლემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გამოთქვა აზრი, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა, ფაქტიურად ჩაუშალა ეს თავიანთი სპექტაკლი, რომელსაც ერთი კი არა, რამდენიმე წელი დგამდნენ მე მგონი, ამიტომ გამოვიდა ფაქტიურად ეს მათ წინააღმდეგ, ამიტომ დაადანაშაულეს და ამიტომ ჩასვეს", - განაცხადა თამარ მელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა