ინტელიექსპრესი - პირველი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

პირველი და ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ინტელიექსპრესი უკვე 13 წელია ფუნქციონირებს მსოფლიოს ფულადი გზავნილების ბაზარზე. ინტელიექსპრესის საშუალებით შესაძლებელია ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაში. ფულადი გზავნილების ქართული სისტემა უწყვეტ რეჟიმში ვითარდება.

დიდი ხანია, რაც ინტელიექსპრესის ფულად ნაკადებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ისეთ მიმართულებებს და კორიდორებს, რომელთაც საქართველოსთან უშუალო შეხება არ გააჩნიათ, თუმცა ინტელექსპრესისთვის პრიორიტეტული ყოველთვის იყო და არის ქართული დიასპორით დასახლებული ქვეყნები.

ინტელიექსპრესის, როგორც ფულადი გზავნილების სისტემის, ძირითად აგენტებს სხვადასხვა ქვეყნის ბანკები წარმოადგენენ. ყოველ ქვეყანაში ბანკებთან უშუალო თანამშრომლობისთვის საჭიროა ცენტრალურ ბანკებში (უცხოეთის ეროვნულ ბანკებში) რეგისტრაცია და სპეციალური ლიცენზიის მიღება. ინტელექსპრესის ევროპულ და ბრიტანულ ნაწილს მიღებული აქვს ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის, ე.წ. API (Authorized Payment Institution) ლიცენზია და აკმაყოფილებს PSD2 (Payment Services Directive 2) რეგულაციის მოთხოვნილებებს, რაც საშუალებას აძლევს გახსნას თავისი საკუთარი წერტილები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ან დაამყაროს ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნების ნებისმიერ ბანკთან, სხვა საფინანსო, თუ არასაფინანსო ინსტიტუტთან. ამ ლიცენზიით ინტელიექსპრესს საკუთარი ფილიალების ქსელი აქვს დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, იტალიისა და კვიპროსის ტერიტორიაზე.

საქართველოში ინტელიექსპრესი დარეგისტრიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, რათა განეხოციელებინა მისი ძირითადი საქმიანობა, ფულადი გზავნილები და სხვადასხვა პროდუქტი შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. შესაბამისად საქართველოში ინტელიექსპრესი ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ ქვეყანაში მას გააჩნია 21 ფილიალი და სერვის ცენტრი და მისი აგენტია 9 ბანკი, 6 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და რამოდენიმე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. ევროპული ლიცენზიების გარდა ინტელიექსპრესს მიღებული აქვს სპეციალური ლიცინზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან და მისი აგენტია ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი 57 ბანკი. ინტელიექსპრესს პარტნიორული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს 50-მდე ფულადი გზავნილების სისტემასთან. მათი საშუალებით იგი ფარავს იმ ქვეყნებს, სადაც მას ცენტრალური ბანკის ლიცენზია ჯერჯერობით არ გააჩნია.

ამგვარად ინტელიექსპრესის ფულად გზავნილს მთელ მსოფლიოში შეიძლება მოემსახუროს ნახევარ მილიონზე მეტი წერტილი საკუთარი ფილიალების, აგენტი ბანკების და პარტნიორი ფულადი გზანილების სისტემების საშუალებით.ინტელიექსპრესის გზავნილების სპექტრი მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ცნობილია ფულადი გზავნილების სისტემებისთვის, უფრო მეტიც, ზოგიერთი პროდუქტი სწორედ ინტელიექსპრესის საშუალებით გავრცელდა და გახდა პოპულარული ფულადი გზავნილების ბაზარზე.

ინტელიექსპრესი განაგრძობს როგორც ქსელისა და ლიცენზიების გაფართოებას, ისე ახალი პროდუქტების შექმნას და ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ასევე, ინტელიექსპრესმა ინტენსიურად დაიწყო PSD2-ის ლიცენზიით გათვალისწინებული ახალი პროდუქტების იმპლემენტაცია, რის შესახებაც სიახლეებს პერიოდულად გაავრცელებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა