სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

გორგასლის N9-ში მდებარე სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში გაიხსნა ASADO Steakhouse, რომელიც სტუმრებს სტეიკებისა და ბურგერების ფართო არჩევანს და აგრეთვე მყუდრო და სასიამოვნო დროის გატარებას სთავაზობს.

ASADO - გრილზე შემწვარი ხორცი, არგენტინის პამპას ვრცელ ვაკეებზე მობინადრე გაუჩოებისა და აბორიგენების ტრადიციული კერძია. ძალიან საინტერესოა მისი მომზადების ტრადიცია, რომელიც იწყება ცეცხლის დანთებით, ხორცის შერჩევა-დანაწილებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეწვის ხანგრძლივი პროცესით, აგრეთვე ტრადიციულია ამ კერძისთვის, მეგობრებისა და ოჯახის შეკრება. ჩვენი Steakhouse-ის მიზანია შევინარჩუნოთ ეს ტრადიცია და თქვენი სტუმრობა განსაკუთრებული გავხადოთ! მენიუ შედგენილია იტალიელი ბრენდ-შეფ ენცო ნერის მიერ.

სტეიკჰაუსის შიდა სივრცე და გარე ტერასა გიმასპინძლებთ ყოველდღე 12:00-დან 23:00 სთ-მდე.

„ბოლო 19 წელია წამყვანი პოზიციები მიჭირავს კულინარიის სფეროში, შეფ-მზარეულიდან კერძების დიზაინის შექმნამდე. ძალიან მიყვარს საჭმლის კეთება, მირთმევა, ექსპერიმენტების ჩატარება და ყოველივე ამის გაზიარება ჩემს სტუმრებთან, ალბათ ზუსტად ეს ჩემი სიყვარული საქმის მიმართ მეხმარება ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს სფეროში“, - აღნიშნა ენცო ნერიმ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა