მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე - ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!

ყველაფერს არჩევნები გადაწყვეტს და გაარკვევს - კმარა ასეთი ცხოვრება! ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით და რომელიც რაღაცას გააკეთებს. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ, - ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სიმართლეს ემსახურებოდნენ.

„ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების უაზრო და გაუაზრებელი მითითებების გამო .ჯერ არ არის ეს საქმე გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი და რატომ ღელავს ორივე მხარე, მე არ ვიცი. შეიძლება, ეს პოლიტიკური კონტექსტი იყოს. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს