ზაალ ანჯაფარიძე - მიზეზი, რატომ ინარჩუნებს „ოცნება“ ოპონენტებთან უპირატესობას, არის ის, რომ კონკურენტებს არ სურთ საკუთარ თავს დააკვირდნენ და სწორი დასკვნები გამოიტანონ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, მსოფლიოში და ჩვენს სამეზობლოში ბევრი საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ ხდება, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ ჩვენი ყურადღება მოახლოებულ არჩევნების თემებს უკავშირდება.

ისევე როგორც წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ახლაც თითქოს ყველაფერი ისე ხდება, მაგრამ მაინც თვალშისაცემია ზოგი გარემოება, რითაც 2020 წლის არჩევნებს ყველა ადრე ჩატარებულ არჩევნებისგან განასხვავებს.

როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას და სავარაუდოდ, რით განსხვავდება წლევანდელი არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან?

- 2020 წლის არჩევნების განსხვავება აქამდე ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში საკმაოდ ბევრია, თუნდაც 1% ბარიერი და 120 პროპორციული სიით გათვალისწინებული ადგილი, ასევე ე.წ. 40% ჩამკეტი მექანიზმი. ეს ყოველივე მომცრო პარტიებს აძლევს შანსს პარლამენტში მოხვდნენ და ის ზრდის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობას.

ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო მოკლე დროში ახალი პოლიტიკური პარტიების დაბადების ბუმს და საზოგადოებრივი მოძრაობების პოლიტიკურ პარტიებად გადაკეთებას.

2020 წლის არჩევნების განსხვავება აქამდე ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში საკმაოდ ბევრია, თუნდაც 1% ბარიერი და 120 პროპორციული სიით გათვალისწინებული ადგილი, ასევე ე.წ. 40% ჩამკეტი მექანიზმი. ეს ყოველივე მომცრო პარტიებს აძლევს შანსს პარლამენტში მოხვდნენ და ის ზრდის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობას

არჩევნებში 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა რაოდენობას. არენაზე ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოსვლამ გამოიწვია ის, რომ პარტიებზე გადანაწილებულ ამომრჩეველთა სეგმენტების ადრინდელი კონფიგურაცია დაირღვა და ახალი გადანაწილება ხდება.

არცერთი ადრინდელი არჩევნების დროს წინასაარჩევნო პერიოდში არ ჩატარებულა ამდენი სოციოლოგიური გამოკითხვა რამდენიც ეხლა. უკიდურესად პოლარიზებული და კონფრონტაციული გარემო დარჩა, თუმცა მისმა სიმწვავემ მოიმატა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.

არცერთი ადრინდელი არჩევნების დროს წინასაარჩევნო პერიოდში არ ჩატარებულა ამდენი სოციოლოგიური გამოკითხვა რამდენიც ეხლა. უკიდურესად პოლარიზებული და კონფრონტაციული გარემო დარჩა, თუმცა მისმა სიმწვავემ მოიმატა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით

ოპოზიციის ხისტი რიტორიკა და მათი ცალკეული წარმომადგენლების, ძირითადად ყოფილი ხელისუფლების, უარი აღიარონ არჩევნების მათთვის მიუღებელი შედეგი, აძლიერებს განცდას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანას მშვიდი ცხოვრება არ ექნება.

- თქვენს მიერ დასახელებულ განსხვავებების თემებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ ისაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი აქტივისტებისათვის პოლიტიკურ აქტიურობაში ხელშეშლაში ადანაშაულებენ.

სამწუხაროდ, ამ ტიპის შეხლა-შემოხლები ლამის ყოველდღე ხმაურდება. ვხედავთ იმასაც, რომ ამგვარ ფაქტებზე სამართალდამცავების რეაგირება ან იგვიანებს, ანაც სულაც არაა საკმარისი ვივარაუდოთ რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

ცხადია, წინა წლებში, უფრო სწორად წინა ხელისუფლების მმართველობის დროს წინასაარჩევნო პერიოდში უარესებიც ხდებოდა, მაგრამ ახლა ისიც ცხადია, რომ წინა წლებზე საუბარი საქმეს არ წაადგება. მით უფრო რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანია არჩევნები მართლაც საუკეთესო სტანდარტებით ჩატარდეს.

პროცესები, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება რამდენად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნების დღეს მოსალოდნელი პოლიტიკური ტემპერატურის ზრდა არ იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე?

- სიტუაციას რომ ლოგიკის პრიზმიდან შევხედოთ, ხელისუფლებას, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება, არანაირად არ უნდა აწყობდეს ისეთი რამის გაკეთება, რაც არჩევნების ლეგიტიმურობას ოდნავ მაინც ეჭვის ქვეშ დააყენებდა. მოგეხსენებათ არჩევნების შეფასებისას წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

მმართველ პარტიას ეს არ სჭირდება იმიტომაც, რომ აქამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვით, ის დამაჯერებლად ლიდერობს. შესაბამისად, ჩემი აზრით, პოლიტიკური ტემპერატურის აწევა უფრო იმ ოპოზიციური პარტიების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, და აქედან გამომდინარე, ცდილობენ არჩევნების დელეგიტიმაციას, რომ შემდეგ საპროტესტო აქციებით ხელისუფლებას დაეუფლონ. ეს უკვე ნაცადი სქემაა.

სამწუხარო და საკვირველია, რომ არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლები ნაკლებად რეაგირებენ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ აქტებზე.

თუმცა, აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მმართველმა პარტიამ უკეთ უნდა გააკონტროლოს მისი ზედმეტად თავგამოდებული მხარდამჭერები და აქტივისტები ადგილებზე. კანონის ძალით უნდა დაისაჯოს ძალადობის ყველა ჩამდენი და თანაც ისე, რომ საზოგადოებამ ეს დაინახოს და დარწმუნდეს რომ დანაშაული დაუსჯელი არ რჩება.

მმართველმა პარტიამ უკეთ უნდა გააკონტროლოს მისი ზედმეტად თავგამოდებული მხარდამჭერები და აქტივისტები ადგილებზე. კანონის ძალით უნდა დაისაჯოს ძალადობის ყველა ჩამდენი და თანაც ისე, რომ საზოგადოებამ ეს დაინახოს და დარწმუნდეს რომ დანაშაული დაუსჯელი არ რჩება

- ხელისუფლების წარმომადგენლები კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის ემზადება.

საინტერესო ისაა, რომ ამგვარი ვარაუდები გამოითქმის ისეთი განცხადებების ფონზე, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს. თუ „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც დამაჯერებლად მოიგო არჩევნები, ხელისუფლება არჩევნების შემდეგ მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას არა თუ არც არ უნდა განიხილავდეს, მუდმივად ამაზე არც უნდა საუბრობდეს.

სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ხშირად აპელირებს ოპოზიციურ პარტიებში არსებულ რევოლუციურ განწყობებსა და იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილის თავის მხარდამჭერებს არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარისთვის ამზადებს?

- ყურადღებით ვეცნობი ოპოზიციის, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ და მისგან გამოყოფილი პარტიების, ლიდერთა განცხადებებს და მოსაზრებებს ამ საკითხზე. მაგალითად, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი პარტიის სხვა ლიდერები არც კი უშვებენ სხვა ვარიანტს, არჩევნებზე მათი პარტიის გამარჯვების გარდა. სააკაშვილმა ფაქტიურად ღია ტექსტით ისაუბრა დაგეგმილ რევოლუციურ სცენარზე ერთ ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე გამოსვლის დროს.

სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც უნისონში უკვე წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად. სწორედ არჩევნებისადმი უნდობლობის დემონსტრირებისთვის შექმნეს ხმების ერთობლივი დაცვის კომისია, ამიტომაც დატოვა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

ასე რომ, მმართველ პარტიას აქვს საფუძველი აპელირებისა, რომ ოპონენტები რევოლუციური სცენარისათვის ემზადებიან. თუმცა, მხოლოდ აპელირება შედეგს არ მოიტანს, თუ მმართველმა პარტიამ მკაფიოდ არ დაანახა ყველას შინ თუ გარეთ, რომ ყველაფერი გააკეთა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებისათვის.

მმართველ პარტიას აქვს საფუძველი აპელირებისა, რომ ოპონენტები რევოლუციური სცენარისათვის ემზადებიან. თუმცა, მხოლოდ აპელირება შედეგს არ მოიტანს, თუ მმართველმა პარტიამ მკაფიოდ არ დაანახა ყველას შინ თუ გარეთ, რომ ყველაფერი გააკეთა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებისათვის

- წინა არჩევნებთან შედარებით წლევანდელი არჩევნების განმასხვავებელ თავისებურებებზე საუბრისას აღნიშნეთ, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლებას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფებთან შედარებით.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ამ კვლევების არ სჯერა, ზოგი მხოლოდ მაშინ იჯერებს მათ შედეგებს თუ მათივე პარტიის შედეგებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ არჩევნებამდე ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევით „ქართული ოცნებას“ კონკურენტებთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვს?

- არის ასეთი იაპონური ანდაზა - „დღეში სამჯერ შეათვალიერე საკუთარი თავი.“ კარგი იქნებოდა ჩვენი პარტიები და მათი ლიდერები ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან შედარებით ასეთ გამოხატულ უპირატესობას კონკურენტებთან, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, არის ის, რომ მის კონკურენტებს არ სურთ სარკეში ხშირად ჩაიხედონ, საკუთარ თავს დააკვირდნენ და ამ დაკვირვებიდან სწორი დასკვნები გამოიტანონ.

ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან შედარებით ასეთ გამოხატულ უპირატესობას კონკურენტებთან, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, არის ის, რომ მის კონკურენტებს არ სურთ სარკეში ხშირად ჩაიხედონ, საკუთარ თავს დააკვირდნენ და ამ დაკვირვებიდან სწორი დასკვნები გამოიტანონ.

- ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აშკარად აკლია დამაჯერებლობა როცა უწევს ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხის გაცემა საკმაოდ სერიოზულ თემებზე. მაგალითად ისეთზე, როგორიცაა ნეპოტიზმი. ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ ბიუროკრატიის რიცხვი კი არ შემცირებულა, არამედ საგრძნობლად გაიზარდა.

ასევე მაშინაც, როცა ოპოზიცია მას კრიმინალის ზრდაში, ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების ტემპების დაპაუზებაში, საგარეო ვალის ზრდასა და ასევე მართლმსაჯულებაში კლანური სისტემის შენარჩუნებაში ადანაშაულებს.

სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ოპოზიციის ბრალდებებზე ხელისუფლების პასუხებს დამაჯერებლობა აკლია?

- ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხების დამაჯერებლობის ხარისხის აღქმა და შეფასება ცოტა არ იყოს სუბიექტური განცდაა. ვიღაცას მათი პასუხები დამაჯერებლად ეჩვენება, ვიღაცას არა.

მე მგონია, რომ ასეთი აღქმის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დებატების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ თავიანთი სიმართლე აუდიტორიამდე მიიტანონ რაციონალური და ფაქტოლოგიით გამყარებული მეთოდით, რის გაკეთებაც მოკლე დროში საკმაოდ რთულია. ამ დროს კი, მათი ოპონენტები ხშირად და არცთუ წარუმატებლად, ცდილობენ აუდიტორიის ემოციებზე ითამაშონ.

ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა კი მენტალურ-კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ემოციურ სიმართლეს უფრო იჯერებს ვიდრე რაციონალურს.

ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მენტალურ-კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ემოციურ სიმართლეს უფრო იჯერებს ვიდრე რაციონალურს

ამავე დროს, არ მინდა სირაქლემას პოზაში ჩავდგე და თვალი დავხუჭო იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რაც თქვენს კითხვაში ახსენეთ. ისინი რეალურად არსებობს და მათი გადაწყვეტა ჯერჯერობით უკეთესის სურვილს ტოვებს.

თუმცა, თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ რომ ჩამოთვლილ სფეროებში არც წინა ხელისუფლების დროს იყო იდილიური სურათი, ზოგჯერ კი უფრო უარესიც. რაც შეეხება ნეპოტიზმს, ის სხვადასხვა დოზით პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არსებობს.

- „ქართული ოცნებაზე“ საუბარი რომ დავასრულოთ კიდევ ერთს გკითხავთ - რა შეიძლება ჩაითვალოსქართული ოცნებისყველაზე მთავარ წარმატებად მისი მმართველობის 8 წლის მანძილზე?

- ჩვენ ეს 8 წელი მშვიდობიანად გავატარეთ სერიოზული კონფლიქტების გარეშე. სხვებისგან განსხვავებით, მე ეს მიღწევად მიმაჩნია, ჩვენს ირგვლივ შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. 2012 წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, რუსეთთან ახალი კონფლიქტის ალბათობა მაღალი იყო.

ჩვენ ეს 8 წელი მშვიდობიანად გავატარეთ სერიოზული კონფლიქტების გარეშე. სხვებისგან განსხვავებით, მე ეს მიღწევად მიმაჩნია... 2012 წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, რუსეთთან ახალი კონფლიქტის ალბათობა მაღალი იყო

„ქართული ოცნების“ მმართველობისას, რომელიც რა თქმა უნდა, არ იყო თავისუფალი შეცდომებისგან, მივიღეთ გაცილებით უფრო თავისუფალი და პლურალისტული გარემო და ადამიანზე უფრო მეტად ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა.

თვისობრივად ახალ დონეზე ავიდა ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან - გავაფორმეთ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ უვიზო რეჟიმი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზე ხელისუფლების ეფექტური ნაბიჯები, რომლის გარეშეც დღეს ამ კუთხით გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა.

ქართული ოცნების“ მმართველობისას, რომელიც რა თქმა უნდა, არ იყო თავისუფალი შეცდომებისგან, მივიღეთ გაცილებით უფრო თავისუფალი და პლურალისტული გარემო და ადამიანზე უფრო მეტად ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა

- მოახლოებულ არჩევნებში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის ახლადდაფუძნებული პარტია იღებს მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა „ნაციონალებს“- ძალა ერთობაშიას“ აქვს, რომლის უპირებო ლიდერი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ 2020 არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცნაურობა ისაა, რომ ქვეყნიდან წასული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დისტანციურად მართავს მისსავე მხარდამჭერ გუნდს, ივანიშვილის შემდეგ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა სააკაშვილს ხან ჩვენივე დასავლელ პარტნიორებთან დაახლოებულ პირად ასახელებს, ხანაც კრემლის ზრახვების განმახორციელებლად. ფაქტი კი ისაა, რომ მას რეალურად ჰყავს მხარდამჭერები.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორისაა. მეტიც, ბევრი შენიშნავს, რომ ორივე ძალას აწყობს იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები ისე, თითქოს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე სხვა არავინაა.

სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ხელისუფლებიდან წასვლის 8 წლის შემდეგ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის კვლავ აქტუალურია და მისი მხარდამჭერების რიცხვიც საკმაოდ შთამბეჭდავია?

- შთამბეჭდაობაზე რა მოგახსენოთ, უკვე მერვე წელია მათი ელექტორალური მაჩვენებელი არ იზრდება. მათთვის აქტუალობის შენარჩუნებას კი თავის მიზეზები აქვს.

2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ მართალია მძიმე დარტყმა მიიღო, მაგრამ ეს დარტყმა არ იყო მისთვის სასიკვდილო. „ნაცმოძრაობის“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენაში, სერიოზული თუ არა გადამწყვეტი როლი შეასრულა დასავლეთმა.

შესაბამისად, „ნაცმოძრაობამ“ ძირითადად შეინარჩუნა ყველა ის რესურსი, მათ შორის დიდძალი ფინანსებიც, რაც მათ საშუალებას აძლევდა და აძლევთ წარმოჩინდნენ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.

ნაცმოძრაობამ“ ძირითადად შეინარჩუნა ყველა ის რესურსი, მათ შორის დიდძალი ფინანსებიც, რაც მათ საშუალებას აძლევდა და აძლევთ წარმოჩინდნენ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა

ამას გარდა, პოლიტიკურ ველზე „ნაციონალების“ დარჩენას და გარკვეულწილად მოძლიერებას, ასევე ხელი შეუწყო ე.წ. „შუას გაკრეფის“ პოლიტიკამაც. „ქართულ ოცნებას“ როგორც ჩანს აწყობდა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, რომლებსაც იოლად ამარცხებდა ყველა არჩევნებზე.

ის თუ რატომ არიან დღემდე აქტუალური ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა, „მათი მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფიის მიუხედავად, ნამდვილად საინტერესო და შესასწავლი თემაა.

პასუხი ალბათ ჩვენი საზოგადოების წიაღში, მის კულტურაში, ფსიქოლოგიასა და მენტალობაში უნდა ვეძებოთ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, „ნაციონალების“ აქტუალობის ხარისხი კლებისკენ მიდის, რადგანაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი და ძლიერი მოთამაშეები გამოდიან და სამომავლოდ მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

ჩემი დაკვირვებით, „ნაციონალების“ აქტუალობის ხარისხი კლებისკენ მიდის, რადგანაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი და ძლიერი მოთამაშეები გამოდიან და სამომავლოდ მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც

- არჩევნების მოახლოების კვალობაზე სულ უფრო იძაბება ურთიერთობები „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. დამკვირვებელა უმრავლესობამ გიგი უგულავას განცხადება - „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“!, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სტრატეგიად აღიქვა, რაც გამორიცხული სულაც არა, მაგრამ ვხედავთ, რომ ოდესღაც ერთიან თანამებრძოლებს შორის ბევრ საკითხზე საკმაოდ განსხვავებული ხედვები აქვთ.

ახლა ორივე აცხადებს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, არც ერთი არ მიიღებს მონაწილეობას მათთან კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები კი გამოთქვამენ სურვილს ოპონენტებად „სხვა ოპოზიცია“ ჰყავდეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მათი ეს სურვილი აშკარად არ გამართლდება.

რადგან ახლა უკვე აქტუალური აღარაა კითხვა - რა ხდება „ნაციონალებსა“ და ყოფილ „ნაციონალებს“ შორის, მათთან დაკავშირებით კითხვას ასე დავსვამდი - რადგან ორივე ეს ძალა შემდეგ პარლამენტში მოხვდება, თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა როლს შეასრულებენ ქართულ პოლიტიკაში?

- თუ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, პარლამენტში ისინი დიდი ალბათობით ოპოზიციის სტატუსით მოხვდებიან და შეასრულებენ იგივე როლს რა როლსაც ეხლა ასრულებენ. თუმცა, მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში მათ უკვე გაუჭირდებათ ამ როლის მორგება.

- ხელისუფლებისა, „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ალტერნატივად მიიჩნევს თავის თავს „ლელო“.

მიუხედავად სახელისუფლებო პროპაგანდის მცდელობისა მაქსიმალურად გააშაონ საზოგადოების თვალში „ლელოს“ ლიდერები, ვხედავთ, რომ „ლელო“ საკმაოდ სერიოზულად იკრებს ძალებს. ბოლო სოციოლოგიური კვლევებით მათ „ევროპულ საქართველოზე“ გაცილები უკეთესი შედეგები აქვთ. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩეველში აშკარად გაზრდილია მათზე მოთხოვნა.

„ლელომ“ პრემიერობის თავის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლაგზე პრემიერობის კიდევ ერთი ბევრთან შედარებით გაცილებით წონიანი კანდიდატია დასახელებული.

რა შეიძლება იყოს „ლელოზე“ მოთხოვნის გაზრდის მიზეზი და სავარაუდოდ რა როლის შესრულება მოუწევს შემდეგ პარლამენტში „ლელოს“?

- ამით გარკვეულწილად დასტურდება ის, რაც ჩვენი საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ ახალი მოთამაშეების შემოსვლის კვალობაზე ხდება ამომრჩეველთა სეგმენტების ახლებური გადანაწილება.

თუნდაც, „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ურთიერთობების მორიგმა გამწვავებამ, რაც მათ ელექტორატზე ალბათ უარყოფითად მოქმედებს, შეიძლება მათი ნაწილისათვის „ლელო“ გახადოს ყველაზე მისაღებ ალტერნატივად.

მართალია „ლელოს“ ჯერ ბევრი უკლია, ე.წ. „მესამე ძალად“ ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ აქტიურად დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, ითვალისწინებენ სტარტზე დაშვებულ შეცდომებს.

მართალია „ლელოს“ ჯერ ბევრი უკლია, ე.წ. „მესამე ძალად“ ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ აქტიურად დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, ითვალისწინებენ სტარტზე დაშვებულ შეცდომებს

გუშინ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი პოზიცია დააფიქსირა, რომლის თანახმადაც, ახალი მოწვევის პარლამენტში პარტია „ლელო“ მზად უნდა იყოს ამჟამინდელ მოწინააღმდეგეებთან სამომავლო პარტნიორობისათვის. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური სიგნალი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისათვის.

თუ ეს პარტიის პოზიციაა და არა მხოლოდ ბატონი უსუფაშვილის, მაშინ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ის პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შექმნიან კოალიციას „ქართულ ოცნებასთან,“ ახალ პარლამენტში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ჩვენს წინა ინტერვიუში მე აღვნიშნე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს ჩვენი საარჩევნო სისტემის რეფორმაში, აქვთ გაცხადებული მოლოდინი და სურვილი, რომ საქართველოში იხილონ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, როგორც საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის ინდიკატორი.

- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო მარათონში ჩართული პარტიების წინასააარჩევნო კამპანიებს, თუნდაც სატელევიზიო რეკლამებსა და შანსებს 2020 წლის არჩევნებში?

- პარტიების წინასაარჩევნო კამპანია, მათ შორის სატელევიზიო რეკლამები და ბანერები, თითქმის ისეთივეა როგორც წინა არჩევნებზე, ნულოვანი კრეატივით და ბევრი აზრს მოკლებული ლოზუნგით.

- რადგან 2020 წლის არჩევნების მთავარ ინტრიგად მიიჩნევა შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ მარტო მთავრობის დაკომპლექტებას, ასევე სავარაუდოდ რამდენი პარტია შევა შემდგომ პარლამენტში, მეც ამას გკითხავთ - ამ თემებზე თქვენი აზრი როგორია?

- დღემდე ჩატარებული ათი სოციოლოგიური გამოკითხვით, რომლებიც მიუხედავად მათდამი დამოკიდებულებისა, მაინც ასახავენ გარკვეული დოზით საზოგადოების განწყობებსა და პოლიტიკურ პრეფერენციებს, „ქართულ ოცნებას“ აქვს კარგი შანსი მოიპოვოს უმრავლესობა და დააკომპლექტოს მთავრობა. იმავე გამოკითხვებით, 1% ბარიერის პირობებში პარლამენტში დიდი ალბათობით შევა 6 პარტია.

ქართულ ოცნებას“ აქვს კარგი შანსი მოიპოვოს უმრავლესობა და დააკომპლექტოს მთავრობა. იმავე გამოკითხვებით, 1% ბარიერის პირობებში პარლამენტში დიდი ალბათობით შევა 6 პარტია

ამ ორივე კითხვას რეალურ პასუხს ამომრჩეველი გასცემს 31ოქტომბერს. ჩვენი ემოციური ამომრჩევლის გემოვნების და ქცევის ცვალებადობის ამპლიტუდა, კი მოგეხსენებათ საკმაოდ დიდია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა