ანა დოლიძე Survation კვლევაზე - ეს კვლევა არის ხელისუფლებისთვის ვალერიანის წვეთებივით, რომ დამშვიდდეს, რადგან ყველა მაჟორიტარულ ოლქში ცალსახად იქნება ომი

ეს კვლევა არის ხელისუფლებისთვის ვალერიანის წვეთებივით, რადგან ყველა მაჟორიტარულ ოლქში ცალსახად იქნება ომი, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, სახელისუფლებო კანდიდატი გია ვოლსკი რეალურად საარჩევნო კამპანიას მხოლოდ ბანერებით აწარმოებს და ამ ფონზე მისი რეიტინგი, რომელსაც კვლევა აჩვენებს, რეალური ვერ იქნება.

„ეს კვლევა არის სირინოზის სიმღერა ხელისუფლებისთვის, ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელისუფლება დაამშვიდოს, დააწყნაროს, რომ პირველ ტურებს მაჟორიტარული არჩევნებში ის იგებს თითქმის ყველგან, საბჭოთა „აპარატშიკი“ გყავს კანდიდატი თუ არა. ეს კვლევა არის ხელისუფლებისთვის ვალერიანის წვეთებივით, რომ დამშვიდდეს, რადგან ცალსახად იქნება ომი მაჟორიტარულ ოლქებში, ჩემს ოლქში მათ შორის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში, ბრიტანული კომპანია Survation-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.კვლევის თანახმად, გია ვოლსკის 55%-იანი მხარდაჭერა აქვს, შემდეგ ადგილზე კი ანა დოლიძეა 18%-ით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა