არჩილ თალაკვაძე - საქართველო აპირებს ერთ-ერთი თანამედროვე, საუკეთესოდ მომზადებული გეგმით განაგრძოს ეკონომიკის აღდგენა

საქართველო აპირებს ერთ-ერთი თანამედროვე, საუკეთესოდ მომზადებული გეგმით განაგრძოს ეკონომიკის აღდგენა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, 2021-2025 წლებში, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში ყველზე მაღალი ტემპით გაიზრდება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს მეტყველებს, თუ რამდენად ქმედითი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ ეკონომიკის აღდგენის კუთხით.

„მოგეხსენებათ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შემოსულია პარლამენტში. პოზიტიურია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და ეს შეთანხმებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი და შედეგიანი, ვეცდებით, რომ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ამაზე დაწყებულია მუშაობა თვეების წინ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საქართველო აპირებს, რომ ერთ-ერთი თანამედროვე, საუკეთესოდ მომზადებული გეგმით განაგრძოს ეკონომიკის აღდგენა. რა თქმა უნდა, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიოს გვერდით ვართ, გვაქვს კარგი კოორდინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გავიაროთ პანდემია, თუმცა იმ ფაქტს ვერ წაუვალთ, რომ პანდემიამ მსოფლიოს და ჩვენს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. დღეს ჩვენი ამოცანაა განვაგრძოთ ზრუნვა მოქალაქეებზე და ამასთან, ვეცდებით ეკონომიკის აღდგენა ყველაზე პოზიტიური სცენარით უზრუნველვყოთ“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკა სსფ-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს 5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა