არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისსა და ბათუმში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა პანდემიას, ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მინიმალური ზიანი ჰქონდეს.

„პრემიერ-მინისტრის ძლიერი ლიდერობით ხელისუფლება მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ ყოველდღიურ რეჟიმში. დღესაც გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. მატება არის, როგორც მთელი ევროპის მასშტაბით. საქართველო არის ამ გლობალური გამოწვევის წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიოსგან სრულად იზოლირებული პანდემიის კონტექსტში ვერ ვიქნებით, თუმცა საქართველო ამ მომენტისთვის ყველაზე დაბალი გავრცელების ქვეყანაა იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისი გლობალური სტატისტიკაც ყოველდღიურად ქვეყნდება.

მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მათ ჯანმრთელობაზე, მივაწოდოთ სერვისები და ამავე დროს ვზრუნავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა მინიმალურად დაზარალდეს და გავიაროთ ეს პროცესი მინიმალური ზიანით. სისტემური შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ იგეგემება არც თბილისში, არც ბათუმში. გადავანაწილეთ ძალები - ეპიდემიოლოგები, ექიმები და ექთნები. აჭარაში შეინიშნება იმედისმომცემი ტენდენცია, სტაბილიზაცია თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვადუნოთ ყურადღება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს