მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე - ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი - მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ, სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე

ამ ორ ადამიანს, მართლა ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებთან მიმართებით განუცხადა.

მეუფე მელქისედეკის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაში ედებათ ბრალი ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს.

„მე ვერ გავიგე, მაგალითად იმ ორ ადამიანს რაში ადანაშაულებენ. კითხვები რომ არის, ეს სხვა საკითხია, უბრალოდ, როდესაც მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება და თქვეს, რომ ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს მართლა ბოდიშს ვუხდი ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება. მე იმას ვამბობ, რომ მაგალითად, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და ამავდროულად, საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

მან უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ამ ყველაფერში პოლიტიკურ ინტერესებს.

„ვინაიდან 2014 წელს ეს ყველაფერი იცოდნენ, რატომ დუმდნენ 6 წლის განმავლობაში?! არ ვიცი“, - აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.

იხილეთ ვიდეო: ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი - მეუფე მელქისედეკი

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად