თეა ახვლედიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო.

როგორც ახვლედიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, მავთულხლართების სიგრძე ცხინვალის რეგიონში 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში - 49 კილომეტრს.

“საუბედუროდ, მოხდა ოკუპაცია და არსებობს საოკუპაციო ხაზი. რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, ეს არის ამ ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვა. ეს მიმართულია იქეთკენ, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, შეაფერხოს განვითარების პროცესი და შექმნას გამოწევევები უსაფრთხოების მხრივ. 2008 წლის ომის დროს 100-ზე მეტი სოფელი დაზარალდა. ბორდერიზაცია განხორციელდა პანდემიის დროს და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო. რაც შეეხება ამ მახინჯი მავთულხლართების სიგრძეს, ცხინვალის რეგიონში ის 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში - 49 კილომეტს. მავთულხლართების მიღმა არსებობს ე.წ. ხნულები, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, რაც ასევე ბორდერიზაციის ნაწილია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს