სომხეთი აზერბაიჯანს საავადმყოფოზე თავდასხმაში ადანაშაულებს

სომხეთის მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე ამჯერად საავადმყოფოს დაესხა თავს, სადაც ასევე მშვიდობიანი მცხოვრებლებიც მკურნალობენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი იუწყება, რომელიც მომხდარს „აშკარა ომის დანაშაულს“ უწოდებს.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას და ამჯერად მიზანში ამოიღო ერთ-ერთი საავადმყოფო, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარეობს და სადაც ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები მკურნალობენ. ეს წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას, რომლის თანახმადაც, იკრძალება საავადმყოფოზე თავდასხმა, სადაც დაჭრილები იმყოფებიან. ეს უკვე აშკარა ომის დანაშაულია, რის შედეგებზეც სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, - წერს ჰოვანისიანი „ფეისბუქში“.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა