ენტონი ფაუჩი - კოვიდ 19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ფართოდ ხელმისაწვდომი, შესაძლოა, 2021 წლის აპრილისთვის იყოს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი, შესაძლოა, 2021 წლის აპრილისთვის იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ CBS News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მკვლევარებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის ან დეკემბრისთვის ეცოდინებათ, არსებობს თუ არა ვაქცინის უსაფრთხო კანდიდატი და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიმდინარე ცდების ფარგლებში უსაფრთხო კანდიდატი გამოვლინდება, თავდაპირველად ვაქცინის მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასების საწინააღმდეგოდ, რომელიც აცხადებს, რომ აშშ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძლება ელოდოს, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ვაქცინის 100 მილიონი დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ყველა ვაქცინის კანდიდატი, რომელზედაც ამჟამად ცდები ტარდება, უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ვაქცინის ფართო გავრცელება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ Johnson & Johnson კვლევის შეჩერება უნდა იყოს „კარგი მაჩვენებელი" იმის შესახებ, რომ ვაქცინების კვლევების მიზანი ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო