პრემიერი - მსხვილ ქალაქებში ბევრი არასაჭირო მობილობაა - მაინც არის დაბადების დღეები და სარიტუალო ღონისძიებები, რაღაც პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები მოდუნდნენ, პანდემიიდან გამომდინარე მსხვილ ქალაქებში არასაჭირო მობილობაა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, აკრძალვის მიუხედავად ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები მაინც ტარდება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მოვდუნდით, ეს ქალაქშიც გვეტყობა, ჩვენ მოქალაქეებსაც ეტყობათ. სამწუხაროდ, ბევრი არასაჭირო მობილობაა, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. მაინც არის დაბადების დღეები და სარიტუალო ღონისძიებები. რაღაც პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგია.

„ძირითადი ამოსავალი წერტილი, როდესაც ტაქტიკას ან გადაწყვეტილებას ვირჩევთ ვირუსთან ბრძოლაში, ეკონომიკაა. ამოსავალი წერტილია ორი განზომილება - ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა.

კორონავირუსის პირველი ტალღისას ყველა ნაბიჯი, მათ შორის, მძიმე ჩაკეტვები ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე იყო.

ყველას ხომ კარგად გვახსოვს, მაშინაც რამდენი საუბარი იყო, დღეს კი შეხედეთ საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელს. ბევრად უფრო უკეთესად არის, უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ შევძელით ქვეყნის მძიმე, სამწუხარო ჩაკეტვით ვირუსის სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი თავიდან აგვერიდებინა“,-განაცხადა პრემიერმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა