11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს დელეგაციას ხომალდის მეთაური, ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს.

„ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრამველი დახვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას და გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება. ხომალდი "HMS DRAGON" საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელია. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ეს გემის პირველი ვიზიტია. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 18 ოქტომბერს დატოვებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს