გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე - ფულის კეთებით იყვნენ დაკავებულები, სრული ჩავარდნა აქვთ დაავადების მართვასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება“ სულს ღაფავს მხარდაჭერის კუთხით, ყოველდღიურად ეცემა მათი მხარდაჭერა და უნდათ, რომ როგორმე არჩევნებამდე მიატანონ,- ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადებები არაფრისმთქმელია და მთავრობა ქართული ბიზნესის გადასარჩენად არაფერს აკეთებს. ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, შემცირებულია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა და არ ვიცით, ქვეყანაში რეალურად რამდენი ინფიცირებულია.

„არაფრის მთქმელი განცხადებები ბატონი გახარიას მხრიდან. ნულია, რასაც აკეთებენ ქართული ბიზნესის გადასარჩენად, კიდევ მეტი - სამუშაო ადგილების დაკარგვის წინააღმდეგ არანაირი გეგმა არ წარმოუდგენიათ, მეორე არის ის, რომ არაფრის მთქმელი განცხადებებია პანდემიის მართვის პირობებში.

13 ათასია ყველაზე მეტი ტესტი ჩატარებული 15 სექტემბრამდე და ბოლო მონაცემებით 6 ათასზეა ჩამოსული. რატომ? არ ვიცით - ან ტესტები არ აქვთ, ან აწყობილი არ აქვთ სისტემა, მთავარი პრობლემა, რისკი, რაც გვაქვს ის არის, რომ თუ დროული გამოვლენა არ მოხდა კოვიდინფექციის, კიდევ უფრო გავრცელდება. კიდევ მეტი მასშტაბი ექნება და მეტი გარდაცვლილი გვეყოლება. ამ ყველფერზე არის ნულოვანი რეაქცია. სწორედ ამიტომ არ მოდის დღეს დებატებზე გახარია და ეშინია, ამ კითხვებზე პასუხის მას არ აქვს. რატომ გამოგვკეტეს ზაფხულში, როდესაც ახლა აბსურდებს გვეუბნებიან, რომ საზღვრის გახსნის საკითხები არჩევნების შემდეგ გადააქვთ. რა სამოქმედო სტრატეგია აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენისთვის?

ფულის კეთებით იყვნენ დაკავებულები, სრული ჩავარდნა აქვთ დაავადების მართვასთან დაკავშირებით. ტესტები არ კეთდება, არ ვიცით რამდენ ადამიანს აქვს კორონავირუსი. სრული უყურადღებობაა მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა