რატი იონათამიშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ სიტუაციას ვმართავთ

ცხადია, არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან ერთად, საჭიროა თითოეულ მოქალაქეს გააზრებული ჰქონდეს რეკომენდაციების შესრულების აუცილებელობა.

„ქართული ოცნების“ გუნდის და ხელისუფლების რეაგირება ყოველთვის არის მყისიერი და ეფექტური, ცხადია, ჩვენ გათვლილი გვაქვს მოვლენების ნებისმიერი განვითარება და ვართ მზად, ამ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე ვიღებთ პასუხისმგებლობას ეფექტურად და დროულად ვთვლით ამ შემთხვევაშიც რისკებს. ცხადია, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და დღეს პრემიერმა ძალიან სწორად განაცხადა, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დღეს არის პატრიოტიზმი, ასე რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან ერთად აუცილებელია რასაკვირველია, რომ თითოეულ ჩვენგანს გვესმოდეს, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა არის ვალდებულება, რომლითაც ჩვენ გავუფრთხილდებით არა მარტო საკუთარ ოჯახებსა და ჯანმრთელობას, არამედ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოტივირებულია ორი მთავარი პრინციპით, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, ვიჭერთ სწორედ ბალანსს ამ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს შორის და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება იქნება ამ გააზრებით მიღებული. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ამ სიტუაციას ვმართავთ, შესაბამისად, ცხადია, დღის წესრიგში არ დგას არჩევნების გადადების საკითხი,“-განაცხადა იონათამიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო