გალერეა "დემასი" მომხმარებელს კერამიკული ფილების ფართო არჩევანს სთავაზობს

ძველი, უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. ერთ-ერთი პირველები, კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოლოგია.

თავდაპირველად კერამიკული ფილა გამოიყენებოდა ტაძრებისა და სასახლეების მოსაპირკეთებლად. მოგვიანებით უკვე დიდებულებმა საკუთარი სახლების გასალამაზებლად დაიწყეს მასიურად მისი გამოყენება. ის ძალზე ძვირი სიამოვნება იყო.

დღემდე ესპანეთი ითვლება კერამიკული ფილების წარმოების ერთ–ერთ უძველეს ქვეყნად. თუმცა აღმოჩნდა, რომ ესპანეთში კერამიკული ფილების წარმოებისა და გამოყენების კულტურა მავრებმა შეიტანეს.

ესპანელი ოსტატები უკვე გამზადებულ მასალას იძენდნენ მავრებისგან და ისე აკეთებდნენ ფილებს. მხოლოდ დამპყრობლებისგან გათავისუფლების პერიოდში, კათოლიკე ბერების წყალობით, ეუფლებიან არაბული კერამიკული ფილის წარმოების ტექნოლოგიას. თუმცა მალევე ხდებიან ლიდერები ფილის წარმოებაში. ესპანური კერამიკული ფილა ითვლებოდა ხარისხის ეტალონად. მასში გაერთიანებულია ესთეტიურობა და სიმყარე. მრვალი ათეული წელია ესპანური ფილა დიზაინერების შთაგონებად იქცა ინტერიერის დიზაინის შექმნაში და მისი დამზადების ტექნოლოგია ოსტატიდან მოწაფეს გადაეცემოდა და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება ფილების წარმოების მრავალფეროვნებაც. მაგალითად თანამედროვე კერამგრანიტის მწარმოებელ იტალიურ და ესპანურ კომპანიებს საშუალება მიეცათ შეექმნათ „გიგანტური ზომის“ კერამგრანიტის ფილები, ე.წ. „სლებები“, რომელთა სიგრძეც 3 მეტრს აჭარბებს.

მისი უპირატესობა გახლავთ, სიმტკიცე, ყინვაგამძლეობა, ბაქტერიებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ მდგრადობა, იგი გამოიყენება როგორც კედელზე, ასევე იატაკზე, მისი ზედაპირი არ იკაწრება და არ იცვითება, სწორედ ამიტომ ვარგისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. იგი არ იწოვს ცხიმებს და არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ დროულად ვერ შეძელით მისი ზედაპირიდან ამა თუ იმ სითხის გაწმენდა.

გალერეა დემასში თქვენ იხილავთ წამყვანი იტალიური და ესპანური ბრენდების მიერ წარმოებულ კერამგრანიტის სლებებს, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არცერთ მნახველს, ხოლო რაც შეეხება დიზაინებს, აქ შეხვდებით სხვადასხვა იშვიათი მარმარილოსა და ბუნებრივი ქვების ანალოგებს, რომლცებიც ნამდვილად დაამშვენებს თქვენი სახლის ინტერიერსა და ექსტერირს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა