მამუკა ხაზარაძე - 22:00 საათის შემდეგ პანდემია მიდის დასაძინებლად თუ რაშია საქმე? - ხელისუფლებამ კრახი განიცადა

22:00 საათის შემდეგ პანდემია მიდის დასაძინებლად თუ რაშია საქმე?, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "360 გრადუსი" მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.

„ფაქტია, რომ ხელისუფლებამ განიცადა კრახი. სრული არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალურობის გამო, სამწუხაროა, რომ პროცესი გაექცათ კონტროლიდან ორი მიმართულებით: ერთი პანდემიის მიმართულებით და მეორე - ეკონომიკური მიმართულებით. 30 შემთხვევაზე პრაქტიკულად მთელი ქვეყანა ჩაიკეტა და როცა სულ რაღაც ერთი თვის წინ, აჭარაში ყოველდღიურად მზარდი პროცესი მიმდინარეობდა და ყველამ ვიცოდით, რომ იქ მყოფი ადამიანები დაბრუნდებოდნენ თბილისში, არანაირი ზომა იქ არ იქნა მიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ, როგორც სხვა ყველაფერში, ამაშიც ჩართულია პოლიტიკა. ეს პოლიტიკა მართავს იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების შენარჩუნება. ახლა მიდის ის პროცესი, რომ ადამიანები დაშინდნენ, რომ არ გამოცხადდნენ ისინი არჩევნებზე და ამით ისარგებლოს „ოცნებამ“ და კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას თითოეული მოქალაქის მიმართ ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აქვს.

„მინდა გაგახსენოთ, 30 შემთხვევის დროს როგორი პანიკა იყო მთელ ქვეყანაში და სიკვდილიანობის როგორი პროპაგანდა მიდიოდა ეთერებით და ამ დროს, გადიოდა იტალიის და ესპანეთის კადრები. ისეთი სურათი დაიხატა, რომ 31 შემთხვევა უკვე იქნებოდა ტრაგედია, 32 შემთხვევა იქნებოდა სამყაროს დასასრული და შემდეგ ორ თვეში იზეიმეს გამარჯვება, რომ საქართველოში დავამარცხეთ კორონა, წავიდა ტიპური ქართული დოლგარმონი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება თითოეული ადამიანის მიმართ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს