გიორგი ვაშაძე - ყველაფერში პასუხისმგებელია ხელისუფლება, ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ და არ აინტერესებთ, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ყველაფერში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ და არ აინტერესებთ, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა, ერთადერთი რაც აინტერესებთ ხელისუფლების შენარჩუნებაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არასაკმარისი ტესტირება ტარდება და შესაძლოა ინფიცრებულების რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.

,,ნულოვანი გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, ნული დახმარება იმ ადამიანებს რომლებმაც სამუშაო ადგილი დაკარგეს და თვითონ მდიდრდებიან. არ მეგონა, რომ ექვსი თვის შემდეგ კიდევ მოგვიწევდა მასობრივ ტესტირებაზე საუბარი. ისინი გვიმტკიცებენ, რომ დიაგნოსტიკა და სწრაფი რეაგირება საჭირო არ არის, მზად არიან ყველაფრისთვის და ხალხი სასტუმროში იღუპება მათი უყურადღებობის გამო. ამ ყველაფერზე ჩვენ არაერთხელ გვაქვს გეგმა და სტრატეგია წარდგენილი, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი“ .

ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ გამოვლენა არ ხდება. შეიძლება რეალური ციფრი იყოს გაცილებით მეტი. როდესაც შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო 12 000 ტესტი ჩატარდა, ახლა ჩამოსულია ტესტირების რაოდენობა 3000-ზე, ვსვავ კითხვას რატომ შეამცირეს ტესტირების მაჩვენებელი?

კორონავირუსი დღეს უმართავია. ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმას, რომ ისინი მიზანმიმართულად არ აკეთებენ საკმარისი რაოდენობის ტესტებს, რომ რეალურად გავიგოთ რამდენი ადამიანი არის ინფიცირებული. ამ ყველაფერში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ და არ აინტერესებთ ის, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა, ერთადერთი რაც აინტერესებთ ხელისუფლების შენარჩუნებაა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - ყველაფერში პასუხისმგებელია ხელისუფლება, ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ და არ აინტერესებთ, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ყველაფერში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ და არ აინტერესებთ, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა, ერთადერთი რაც აინტერესებთ ხელისუფლების შენარჩუნებაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არასაკმარისი ტესტირება ტარდება და შესაძლოა ინფიცრებულების რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყოს.

,,ნულოვანი გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, ნული დახმარება იმ ადამიანებს რომლებმაც სამუშაო ადგილი დაკარგეს და თვითონ მდიდრდებიან. არ მეგონა, რომ ექვსი თვის შემდეგ კიდევ მოგვიწევდა მასობრივ ტესტირებაზე საუბარი. ისინი გვიმტკიცებენ, რომ დიაგნოსტიკა და სწრაფი რეაგირება საჭირო არ არის, მზად არიან ყველაფრისთვის და ხალხი სასტუმროში იღუპება მათი უყურადღებობის გამო. ამ ყველაფერზე ჩვენ არაერთხელ გვაქვს გეგმა და სტრატეგია წარდგენილი, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი“ .

ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ გამოვლენა არ ხდება. შეიძლება რეალური ციფრი იყოს გაცილებით მეტი. როდესაც შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო 12 000 ტესტი ჩატარდა, ახლა ჩამოსულია ტესტირების რაოდენობა 3000-ზე, ვსვავ კითხვას რატომ შეამცირეს ტესტირების მაჩვენებელი?

კორონავირუსი დღეს უმართავია. ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმას, რომ ისინი მიზანმიმართულად არ აკეთებენ საკმარისი რაოდენობის ტესტებს, რომ რეალურად გავიგოთ რამდენი ადამიანი არის ინფიცირებული. ამ ყველაფერში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ და არ აინტერესებთ ის, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა, ერთადერთი რაც აინტერესებთ ხელისუფლების შენარჩუნებაა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია