დავით ბაქრაძე პრემიერის განცხადებაზე - შიშები და ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ

ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ყველა ქართველისთვის ძალიან ემოციურ თემას, დავით გარეჯს არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „ძალიან ტოქსიკური ორი კვირა მოსალოდნელი, რადგან წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან“.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც არჩევნების მოსაგებად ყველაფერს აკეთებს, „ოპოზიციის მისამართით ამ თემაზე ის ვერანაირ ხელის გამოშვერას ვერ მიიღებს“.

„ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ყველა ქართველისთვის ძალიან ემოციურ თემას, დავით გარეჯს არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო. ჩემთვის უკადრებლის კადრებაა ის, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და შემდეგ გავიწყდება. ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ბარბარე რაფალიანცის, 9 თვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და მერე გავიწყდება. ამიტომ, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის სტანდარტშიც შედის ყველაფრის გაკეთება და ყველაფრის გამოყენება არჩევნების მოსაგებად, ოპოზიცია ამ თემაზე ვერანაირ ხელის გამოშვერას ვერ მივიღებთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდად, ნორმალურად, ამ დაზაფრული გარემოსგან თავისუფლად, ადამიანები მოვიყვანოთ არჩევნებზე და ქვეყანას მოვუტანოთ ცვლილებები. ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რადგან „ქართული ოცნების“ ხელში გატარებული თითოეული დღე ამ ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მეტი გაღარიბებული ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა და მეტი პრობლემა. ამიტომ, შიშები, ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა მივიყვანოთ ცვლილებებამდე და წავიყვანოთ წინ“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა: „მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს“.

იხილეთ ვიდეო: დავით ბაქრაძე გიორგი გახარიას პასუხობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა