„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ჰაკათონი გამართა

„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ჰაკათონი გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს.

ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებს დაევალათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავალებებთან გამკლავება: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი (სისტემაში შეღწევის ტესტირება) და ღია წყაროების ანალიზი (open source intelligence).

ჰაკათონის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ალექსი ქისტაური, ნიკა ღონღაძე და მარიამ სპანდერაშვილი, როგორც გამარჯვებულებს. მონაწილეებს ასევე, საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ „თეგეტა მოტორსსა“ და მის შვილობილ კომპანიებში, ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.

„ჰაკათონის მიზანი გახლდათ, ხელი შეუწყოთ „თეგეტას“ ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები, სწორედ ამიტომ ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

ჰაკათონის ორგანიზებას „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს