სერგო ჩიხლაძე ეკატერინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება და ამის პარალელურად, მთლიანად მორღვეულია ტესტირება- დიაგნოსტიკის კომპონენტი. ჩიხლაძე კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული თემების განსახილველად ეკატერინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს და მას რამდენიმე კონკრეტული კითხვით მიმართავს.

"ყოველდღე უარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაციის მართვა ქვეყანაში. მორღვეულია მთლიანად ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი, გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება საწოლფონდთან დაკავშირებით, სავალალო მდგომარეობაა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში, 112 და სასწრაფო დახმარება დროულად და რიგ შემთხვევებში, საერთოდ ვერ რეაგირებს მოქალაქეების ჯანდაცვის საჭიროებებზე. არ გვაქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სამედიცინო სახარჯი მასალების ან წამლების კუთხით ქვეყანაში, სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ეფექტურად ადამიანური რესურსების მობილიზება ჯანდაცვის სფეროში კვლავ არ ხდება. სრულიად გაუმჭვირვალეა კოვიდთან მიმართებით მობილიზებული და უცხოური დახმარების სახით მიღებული მილიარდობით ლარის ხარჯვის პროცესი. ამასთან ერთად, დღითიდღე უარესდება ადამიანებისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. უკვე ყოველ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ეფექტური გეგმისა და სტრატეგიის გარეშე, ყოველი 1 დღის დაყოვნება ნიშნავს დამატებით გარდაცვლილ ადამიანებს, დამატებით ათასობით დაინფიცირებულ ადამიანს, დამატებით ათასობით სიღარიბისთვის და შიმშილისთვის გაწირულ ადამიანს. დაუყოვნებლივ ვითხოვ საჯარო დისკუსიას ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან და ვუსვამ კონკრეტულ კითხვებს:

1. რა გააკეთეთ განვლილ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემის ეპიდემიის ტალღისთვის მოსამზადებლად და სად დაიხარჯა კოვიდზე მობილიზებული თანხები?

2. რატომ გვეღუპებიან ადამიანები ე.წ. კოვიდ სასტუმროებში და რატომ რჩებიან ასეთ სივრცეებში პაციენტები ყოველგვარი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე?

3. რატომ ვერ ააწყეთ ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი ქვეყანაში გასული 6 თვის განმავლობაში?

4. რატომ არ მუშაობს 112 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი ქვეყანაში და რატომ უწევთ მოქალაქეებს საათობით ლოდინი საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად?

5. რატომ არ დაიწყეთ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ოჯახის ექიმების მასიური ტრენინგი და მომზადება პაციენტების ბინაზე სამართავად?

6. რატომ არ დაიწყეთ მოლაპარაკება კერძო სექტორთან საჭირო საწოლფონდისა და სამედიცინო პერსონალის მობილიზაციისთვის და მოსამზადებლად? რატომ იწყებთ ამაზე ფიქრს მხოლოდ ახლა ოქტომბერში, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გაგექცათ.

7. რა გეგემა გაქვთ ეპიდემიის სამართავად? წარმოადგინეთ კონკრეტული, დროში გაწერილი და განსაზღვრულ ინდიკატორებზე დაფუძნებული გეგმა, ყველა მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირებით", - განაცხდა სერგო ჩიხლაძემ.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)