მედია - პირი, რომელმაც პარიზში პედაგოგი მოკლა, წარმოშობით ჩეჩენია

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც პარიზში პედაგოგი მოკლა, წარმოშობით ჩეჩენია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თავდამსხმელი, რომელიც დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს პოლიციამ მოკლა, მარტო მოქმედებდა, თუ თანამზრახველებთან ერთად.

Reuters-ი წერს, რომ ფრანგ სამართალდამცავებს პედაგოგის მკვლელობასთან დაკავშირებით 9 პირი ჰყავთ დაკავებული, აქედან 4 თავდამსხმელის ნათესავია. გარდა ამისა, დაკავებულებს შორის იმ კოლეჯის სტუდენტების მშობლებიც არიან, სადაც მოკლული პედაგოგი ასწავლიდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, რამდენიმე საათის წინ მასწავლებელი მოკლეს, მას თავი მოჰკვეთეს. პოლიციის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა : „ალაჰ აკბარ“. მსხვერპლი ადგილობრივი კოლეჯის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობდა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურასთან დაკავშირებით, რომლის ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებას მუსულმანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკვლელობა "ისლამისტური ტერაქტად" შეაფასა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს