ზაალ უდუმაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ბათუმში 5000-მდე პირბადე დარიგდა,  ეს საკმარისი არ აღმოჩნდა  - „ოცნების“ მითითებები სამარცხვინოა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ლოჯისტიკაში პრობლემები შექმნა, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე, შესაბამისად, რთული აღმოჩნდა მათი კონტროლი.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალში დაგეგმილი აქციები ბევრად უფრო ორგანიზებული იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მზად იყვნენ ბათუმში, ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს. თერმოსკირნინგის აპარატები იყო, ასევე პირბადეები რომელიც რიგდებოდა, მაგრამ, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა, ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ 5000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრ ადამიანს არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება. მაგრამ, ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს კითხვები ჩვენ აქციებთან დაკავშირებით.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ და ვერც ძალიან სწრაფ ცვლილებებს დავიწყებთ, რომელმაც ეს ქვეყანა ფეხზე უნდა წამოაყენოს“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე სამარცხვინო იყო, ვინაიდან პანდემიის ფონზე მათ არაერთი მასობრივი შეკრება მოაწყვეს.

„სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციაზე იმ ფონზე, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ ორგანიზებით არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ. თუნდაც ივნისში, რაც ხდებოდა კიკვიძის ბაღში. ასევე, გავიხსენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიჰყავდათ ყოველდღე წესების დაცვის გარეშე“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ , ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მსვლელობა და აქცია გამართეს.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა