ლევან ბოძაშვილი - კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენთვის ახლა აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმდებზე, მის სავარაუდო შედეგებსა და ასევე იმაზე, სავარუდოდ როგორ აისახება ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროებისა საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მომედებები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის შუამავლობით დაპირისპირებული მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეთა გაცვლას ითვალისწინებდა.

როგორც ომის დროს ხდება ხოლმე, დაპირიპირებული მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციები გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობრივია, სრული სურათის წარმოდგენა ჭირს. როგორადაც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანულ მხარეს აქვს წარმატებები საკმაოდ გრძელი ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე.

მათ აღებული აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება გადრუტი და სხვა დასახლებული პუნქტები. სომხური წყარობითაც ცხადია, რომ სომხური ქვედანაყოფები ტოვებენ მნიშვნელოვან პოზიციებს და ახალ პოზიციებს იკავებენ ყარაბაღის სიღმეში.

დღეის მონაცემებით რა ვითარებაა ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის დაპირისპირების ფრონტის ხაზზე?

- დღევანდელი მონაცემებით ქალაქი ფიზულიც დაიკავა აზერბაიჯანულმა მხარემ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაქო გაჩერდება და არ გააგრძელებს სამხედრო სვლას მთიანი ყარაბახის სრულად დასაკავებლად. ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის ინტერესებშიცაა და ეს ინტერესები ნათლად იკვეთება პრეზიდენტ ალიევის განცხადებაში, რომ ომის შემდგომ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება იქნება.

ბაქო არ გაჩერდება და გააგრძელებს სამხედრო სვლას მთიანი ყარაბახის სრულად დასაკავებლად. ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის ინტერესებშიცაა და ეს ინტერესები ნათლად იკვეთება პრეზიდენტ ალიევის განცხადებაში, რომ ომის შემდგომ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება იქნება

ამ განცხადებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე სტრატეგიული და დიპლომატიური მინიშნება გააკეთა. პირველი მინიშნება მოიცავს იმას, რომ რეგიონში გაძლიერდება თურქეთის გავლენა და რუსეთის პოზიციები შესუსტდება. ეს ორმაგი დატვირთვის განცხადებაა, ერთის მხრივ რუსეთის გაფრთხილება, რომ აზერბაიჯანი მყარად დგას თავის პოზიციაზე და მეორე მხრივ, რომ თურქული სტრატეგიული მიზანი - შეკრას დიდი თურქული რკალი კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალობას უახლოვდება.

მეორე მინიშნება გულისხმობს, რომ რეგიონის ლიდერისა და სამხერთკავკასიული სატრანზიტო ცენტრის ფუნქცია სწორედ აზერბაიჯანის მიზანი და განაცხადია. ორივე ზემოაღნიშნულის განხორციელება საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად ფუნქციონალური დასუსტების ხარჯზე მოხდება, ვგულიხმობ იმ გეოპოლიტიკურ როლს რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნდა ასრულებდეს და მისი სტრატეგიული ფუნქციის მთავარი ღერძია.

ალიევის პირველი მინიშნება მოიცავს იმას, რომ რეგიონში გაძლიერდება თურქეთის გავლენა და რუსეთის პოზიციები შესუსტდება... მეორე მინიშნება გულისხმობს, რომ რეგიონის ლიდერისა და სამხერთკავკასიული სატრანზიტო ცენტრის ფუნქცია სწორედ აზერბაიჯანის მიზანი და განაცხადია... ორივეს განხორციელება საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად ფუნქციონალური დასუსტების ხარჯზე მოხდება, ვგულიხმობ იმ გეოპოლიტიკურ როლს რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნდა ასრულებდეს და მისი სტრატეგიული ფუნქციის მთავარი ღერძია

კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ხოლო სომხეთის მომავალი სრულად რუსეთის ხელში ექცევა, თან ისეთნაირად, რომ ვერც ერთი მომავალი სომხური ხელისუფლება რაიმე მცდელობასაც კი ვეღარ განახორციელებს დასავლეთთან დაახლოებისთვის და სრულად რუსეთის გავლენაში აღმოჩნდება.

შესაბამისად, ამ გადაჯგუფებას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ ევრაზიული მასშტაბის გავლენა ექნება. კერძოდ, მიმდინარე თურქეთ-ამერიკის, რბილად რომ ვთქვათ, კინკლაობითი ურთიერთობები, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის სრულად დამოუკიდებელი თამაშის პირობებში, თავისუფლად შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს, მით უმეტეს თუ ამერიკა გადაწყვეტს რუსული საჰაერო სისტემების გამოყენების გამო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, ნატო-ს გავლენის პოტენციური მექანიზმი ჩვენს რეგიონში რადიკალურად დასუსტდება.

კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ხოლო სომხეთის მომავალი სრულად რუსეთის ხელში ექცევა

სწორედ ამიტომ, არის რომ ბევრის გასაკვირად რუსეთი მეტწილად აზერბაიჯანის მხარეს იჭერს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ფაშინიანის დასჯა სურს. თურქეთიც და რუსეთიც ამ კონფლიქტში სტრატეგიულად მოგებული რჩება, მცირედი სხვაობით, ხოლო დასავლეთი და საქართველო წაგებული.

- სამხედრო დაპირისპირებაში რომ აზერბაიჯანს აშკარა უპირატესობა აქვს გასაკვირი ნადვილად არაა, ვინაიდან აზერბაიჯანს სომხეთთან შედარებით ბევრად მეტი რესურსები აქვს როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ადამიანური რესურსების თვლსაზრისით.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ მორიგ დაპირისპირებაში ალბათ ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ამჯერად მოსკოვის პოზიცია უფრო ბაქოს სასარგებლოდაა, ვიდრე ერევნის.

მეტიც, რუსეთს იმაზეც არ ჰქონია ხისტი რეაქცია, როცა აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორია დაბომბა. არადა, მანამდე მოსკოვი ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა საბაბი თუნდაც ოდბკ-ს ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების გამო სამხედრო ძლებით ჩარეულიყო და დაეცვა სომხეთი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა რაც ხდება, რუსეთსაც აწყობს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ომის შედეგებით, იგულისხმება სომხეთის დამარცხება, მოიშორებს დასავლეთზე ორიენტირებულ ფაშინიანს, არამედ თავისივე მომავალი გეგმებისთვის ევრაზიულ სივრცეზე ბაქოს გულს მოიგებს.

როგორ შეაფასებდით აზერბაიჯან-სომხეთს შორის მორიგ დაპირისპირებაში რუსეთის მოქმედებას? შეიძლება ითქვას, უმოქმედობასაც კი, რაც რეალურად აზერბაიჯანის სასარგებლოდ პოზიციის დაჭერასაც გულისხმობს?

- რუსეთმა ფსონი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააკეთა, როდესაც თურქეთისგან ნატოში „ტროას ცხენის“ გამოძერწას შეუდგა. თურქეთ-ევროპული უთანხმოება, უთანხმოება აშშ-სთან გულენის საკითხზე, სირიის თემაზე, ასევე თურქეთის მიზანზე - ის ყოფილიყო ფართო შავი ზღვის აუზის მთავარი „მენეჯერი“ და რომ მის გარეშე აქ დასავლეთმა არაფერი უნდა ქნას, ბუნებრივია, დასავლეთის თვალში მინიმუმ კოლექტიურობას ეწინააღმდეგებოდა.

ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბოსფორზე ამერიკული გემების გატარებაზე თურქეთი სპეციალურ რევერანსებს ითხოვდა ამერიკისგან. ამიტომაც, უკვე წლებია, რომ რუსეთი ამ თურქული „ინდივიდუალიზმისგან“ პოლიტიკურ კაპიტალიზირებას ცდილობს და მათი ლოკალური რეგიონალური ინტერსებიც მეტნაკლებად დაემთხვა.

რა თქმა უნდა, თურქეთიცა და რუსეთიც ცდილობს საკუთარი დიდი მიზნები განახორციელოს და აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი ამ ჯაჭვში ერთი გადახლართული კვანძია, თუმცა ეს დიდი მიზნები რუსეთისთვის სცილდება სამხრეთ კავკასიას. ის მინიმუმ გულისხმობს საქართველოს საკითხის ერთი ხელის დასმით გადაჭრას, კერძოდ იმას, რომ სომხეთივით ჩვენც ჩრდილოეთზე სწორების გარდა სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩეს თურქული პოზიციების ძალიან გაზრდის გამო.

თურქეთიცა და რუსეთიც ცდილობს საკუთარი დიდი მიზნები განახორციელოს და აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი ამ ჯაჭვში ერთი გადახლართული კვანძია, თუმცა ეს დიდი მიზნები რუსეთისთვის სცილდება სამხრეთ კავკასიას. ის მინიმუმ გულისხმობს საქართველოს საკითხის ერთი ხელის დასმით გადაჭრას, კერძოდ იმას, რომ სომხეთივით ჩვენც ჩრდილოეთზე სწორების გარდა სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩეს თურქული პოზიციების ძალიან გაზრდის გამო

მეორე მხრივ, სტრატეგიული, თუნდაც დროებითი, შეთანხმება თურქეთთან კავკასიაზე, საკმაოდ ამცირებს დასავლეთის გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას კავკასიაში. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს ომის გახლავთ თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ კარგად გათამაშებული სტრატეგიული პარტია, რომელიდანაც სამივე მოგებული რჩება.

დიდი ალბათობით, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი ტერიტორიული თვალსაზრისით, ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნა ვეღარ გაგრძელდება, რაც ავტომატურად პრორუსული ძალების კვლავ აღზევებას გულისხმობს სომხეთში.

- დამკვირვებელთა ნაწილი რუსეთის პოზიციასა და სიფრთხილეს იმასაც უკავშირებს, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომში საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს ანკარას. მიუხედავად იმისა, რომ ერევანი ბევრს საუბრობს ამ ომში თურქეთის როლზე, ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესეც გათვლილი აქვს.

აზერბაიჯანის ძალები საომარი თეატრის მახლობლად კი არიან მობილიზებული, მეტიც ამერიკული ფ-16-ები მზაყოფნაში არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ომში ჩართვას აპირებენ.

ამჯერად მათ, ყოველი შემთხვევისათვის რუსეთის შეკავების ფუნქცია აკისრიათ, რაც უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდება კიდეც.

ახლა აზერბაიჯანულ-სომხურ სამხედრო დაპირისპირებას ისეთი მასშტაბები აქვს ძნელი წარმოსადგენია საომარი მოქმედებები მალე, ანაც აზერბაიჯანისათვის მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე დასრულდეს.

შექმნილ ვითარებაში გასაკვირი სულაც არაა ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფ ყარაბაღს ფართო ავტონომია ექნება, რომ სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, ვისაც ექნება სურვილი იცხოვრონ აზერბაიჯანში, ამის შესაძლებლობა ექნებათ. მაგრამ, ახლა ყველაზე აქტუალურ თემად ჩანს, მისცემს თუ არა მოსკოვი ბაქოს საშუალებას აიღოს ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანოკერტი.

პრეზიდენტმა ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „კონფლიქტი კომპრომისების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ამავე თემაზე ის აცხადებდა - „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“.

აზერბაიჯანს მიეცემა თუ არა საშუალება აიღოს ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანოკერტი? და კიდევ, თუ რაა, სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად როგორი კომპრომისული ვარიანტი შეიძლება იქნას მოძებნილი?

- ფაშინიანი ტაქტიკურად შეცდა. იგი პირიქით უნდა მოქცეულიყო და მას თავიდანვე აქცენტი კომპრომისზე გაეკეთებინა, ამით მოიგებდა დროს და აზერბაიჯანს სამხედრო წინსვლის საფუძველს გამოაცლიდა მინიმუმ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ახლა ვფიქრობ გვიან არის და არ მგონია, რომ ფარულმა ფრანგულმა „შატლის“ დიპლომატიამ პირადად მას უშველოს.

შესაბამისად, ახლა პრეზიდენტ ფაშინიანის მოწოდებები კომპრომისზე მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია უკვე ამ ეტაპზე და თუ არა კონფლიქტის სამხედრო ინტერნაციონალიზაცია, სხვა გამოსავალი სომხურ მხარეს უბრალოდ აღარ აქვს, რათა შეაჩეროს აზერბაიჯანული წინსვლა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ აზრებაიჯანული მხარე არ გაჩერდება და სტეპანაკერტსაც მიადგება. მთავარი კითხვა აქ არის ის, თუ რა ეტაპზე გამოვა რუსეთი ასპარეზზე და შეაჩერებს ამ სამხედრო სვლას. ჯერჯერობით, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

ახლა პრეზიდენტ ფაშინიანის მოწოდებები კომპრომისზე მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია... აზრებაიჯანული მხარე არ გაჩერდება და სტეპანაკერტსაც მიადგება. მთავარი კითხვა აქ არის ის, თუ რა ეტაპზე გამოვა რუსეთი ასპარეზზე და შეაჩერებს ამ სამხედრო სვლას. ჯერჯერობით, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს

- გასაგებია, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე ომის დასრულებასა და მის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის მეტ-ნაკლებად ჩანს, გარკვეული დასკვნების გაკეთენა უკვე შესაძლებელია, მათ შორის იმაზეც შესაძლებელია საუბარი, თუ როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე.

რა დასკვნების შესაძლებლობას იძლევა ის, რაც ჩვენგან ახლოს ხდება და სავარაუდოდ როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე? აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის დასრულების შემდეგ საქართველოს რა მიზეზებით შეიძლება დაუვიწროვდეს არჩევანი?

- ბუნებრივია მშვიდობა რეგიონში და ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორობს შორის საქართველოს უკიდურეს ინტერესშია. თუმცა, ახლა სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ ჩვენი ამოცანა ერთის მხრივ დანაკარგების გარეშე ამ სიტუაციიდან გამოსვლა, ხოლო მეორე მხრივ იმ ფანჯარის გამოყენებაა, რომელიც გაჩნდა.

დეტალურად ეს ყველაფერი შემდეგნაირადაა:

ა) ჩვენთვის ახლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა. კერძოდ არჩევნების მშვიდად ჩატარება და ქმედუნარიანი პარლამენტის შექმნა.

ჩვენთვის ახლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა. კერძოდ არჩევნების მშვიდად ჩატარება და ქმედუნარიანი პარლამენტის შექმნა

ჩვენ ზედმეტად ვართ გადართული შიდა პოლიტიკანურ საკითხებზე და გვეპარება დიდი გლობალური ძვრები რომელიც მიმდინარეობს და რომელთაც ისტორიული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

კერძოდ, ის რაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენი არჩევანი კიდევ უფრო დავიწროვდება ამ კონფლიქტის შედეგად, გაიზრდება რუსეთის სრული გავლენის ქვეშ საქართველოს მოხვედრის რისკი, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა შემცირდება.

ჩვენ კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოვჩნდებით თურქეთ-ევროპულ და თურქეთ-ამერიკულ ურთიერთბებზე, ეს კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას შეიტანს ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში.

ბ) გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც დამაბალანსებელი ფაქტორის მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ხელისუფლების ცვლილება, მით უმეტეს კოალიციური მთავრობით, საკმაოდ რისკიანია.

გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც დამაბალანსებელი ფაქტორის მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ხელისუფლების ცვლილება, მით უმეტეს კოალიციური მთავრობით, საკმაოდ რისკიანია

ფაშინიანის მაგალითი არ არის შემთხვევითი, სასწორზე მარტივად დგას საკითხი შემდეგნაირად - ან ყველაფერი ან არაფერი - ან ხელისუფლება, ან არაფერი.

შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკმაოდ დიდი რისკის შემცველი ფაქტორია, რისგანაც ქვეყანამ თავი უნდა დაიზღვიოს სწორედ სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირებით. გავითვალისწინოთ, რომ 3 ნოემბერს ამერიკაში არჩევნებია და ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ზუსტად ვერავინ გათვლის ამერიკის პოლიტიკას კავკასიის მიმართ.

ევროპის მიმართ ბუნებრვია ტრამპის დამოკიდებულების პოლიტიკა გადაიხედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის, კერძოდ გერმანიის პოლიტიკა გადაიხედება რუსეთისა და ავტონომიური ევროპული თამაშის მიმართ. გავითვალისწინოთ, რომ აღარც ბრიტანეთია ევროკავშირში და ევროპის ნატოსეული პოლიტიკა ცვლილებების პროცესშია. შესაბამისად მარტო დარჩენის რისკი დიდია.

გ) ამავედ დროს, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში ეროვნულ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების დაბალასება. დიახ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის აუცილებლობა.

შეუძლებელია ახორციელებდე სწორ და დინამიურ საგარეო პოლიტიკას და ხელისუფლებაში მთლიანად შენ იყო, ყოველგვარი შიდაპოლიტიკური „გადამისამართების“ მექანიზმების გარეშე. ძლიერი ოპოზიციის არსებობას აქ განსაკუთრებული როლი ეკისრება.

ამავედ დროს, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში ეროვნულ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების დაბალასება. დიახ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის აუცილებლობა

ამიტომაც, პარლამენტის სიჭრელე ამ სიტუაციაში პლიუსიც კი იქნება. ჩვენ უნდა გავცდეთ იმ მცდარ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლების ერთი ხელის დაკვრით სრულად შეცვლით ყველაფერი შეიცვლება, ეს მცდარია, ყველაფერი შეიცვლება დაბალანსებული ხელისუფლებით მხოლოდ, რომელიც საერთო ეროვნული თანამშრომლობის ფორმატს აჩენს.

ეს ფორმატი ჩვენ გარდაუვალი საგარეო პოლიტიკური ტურბულენტობიდან თავის დასაცავად უახლოეს მომავალში დაგვჭირდება.

დ) ახლა კი იმ შანსის შესახებ, რომელსაც ეს კონფლიქტი აჩენს. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრე, ჩვენთვის 2 არჩევანი რჩება და ეს არჩევანი კონკრეტდება მხოლოდ 2 რამეზე - ამერიკული ბაზა ან ევრაზიული კოლექტიური უსაფრთხოება. ეს უკანასკნელი რა უსაფრთხოებაცაა ეს ჩვენს ტერიტორიებზე და ოკუპაციაზე ვიწვნიეთ.

ამიტომ, სურვილისმიერი არჩევანი ამერიკის გარდა უბრალოდ არ გვაქვს. სხვა საქმეა, რამდენად თავად ამერიკის ინტერესებში შედის ეს. ამის გარეშე ევროკავშირში ჩვენი წევრობა ვერ მოხდება.

შესაბამისად, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სურს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, მანამდე, ეს 4 წელი სწორედ ამერიკული ბაზის გახსნაზე უნდა იმუშავოს.

რაც შეეხება ამერიკულ ინტერესს, თურქულ-რუსული მზარდი რეგიონალური ტანდემისთვის კავკასიის დატოვება, ნიშნავს ფართო რეგიონალური, ირანული, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებას და რეგიონში სტრატეგიულ მარცხს ამერიკისთვის.

ნებისმიერი შემდგომი ამერიკის ადმინისტრაცია ამ მოცემულობას კარგად დაინახავს და ხედავს.

რაც შეეხება ამერიკულ ინტერესს, თურქულ-რუსული მზარდი რეგიონალური ტანდემისთვის კავკასიის დატოვება, ნიშნავს ფართო რეგიონალური, ირანული, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებას და რეგიონში სტრატეგიულ მარცხს ამერიკისთვის. ნებისმიერი შემდგომი ამერიკის ადმინისტრაცია ამ მოცემულობას კარგად დაინახავს და ხედავს

სწორედ აქ იხსნება ჩვენთვის ის ფანჯარა რომელზეც მოგახსენებთ. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ საერთო ეროვნული თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება.

სხვა ალტერნატივა მყიფე ნეიტრალიტეტია, რომელიც მოგეხსენებათ კიდევ უფრო ვერ განხორციელდება, მით უმეტეს ახლა, აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის შემდეგ.

- ბრძანებთ, რომ ჩვენს სამეზობლოში სტრატეგიული ბალანსი იცვლება და საქართველოს არჩევანიც ვიწროვდება, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესები, ეს უკვე ფაქტობრივი მოცემულობაა და ეს საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც აისახება.

აზერბაიჯანი სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს ნატოსთან, მაგრამ პრეზიდენტ ალიევს არასდროს უთქვამს, რომ აზერბაიჯანი ნატოსკენ მიისწრაფვის. საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის ბაქოს მიმართ ფრთხილი პოზიცია იმაზეც მიანიშნებს, რომ სულაც არაა გამორიცხული პრეზიდენტ ალიევს პრეზიდენტ პუტინისათვის პირობაც ჰქონდეს მიცემული, რომ აზერბაიჯანის ტერირორიაზე არც ნატოს და არც თურქეთის სამხედრო ბაზები არ განთავსდებიან.

- აზერბაიჯანისთვის ნატო არარელევანტურია, მას უბრალოდ მისი საჭიროება არ აქვს, მისთვის სრულიად საკმარისია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

ამავე დროს, არც თვითშეზღუდვის ინტერესი აქვს პრეზიდენტ ალიევს, რადგან ნატო მხოლოდ სამხედრო წევრობა არაა, არამედ მთელ რიგ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს მოითხოვს, მათ შორის დემოკრატიის კუთხით.

აზერბაიჯანისთვის ნატო არარელევანტურია, მას უბრალოდ მისი საჭიროება არ აქვს, მისთვის სრულიად საკმარისია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

ამას გარდა, რუსეთთან დაპირისპირების საბაბი ამ ეტაზე აზერბაიჯანს არ აქვს. პრეზიდენტ ალიევის მიმართვა რუსი ხალხისადმი ამის ნათელი დადასტურებაა.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა