ავღანეთში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ღურის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა- ამ ინფორმაციას ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული. ტერაქტის დროს ავტომობილთან ახლოს მდებარე სამთავრობო შენობები დაზიანდა. დაშავებულები ღურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის უკან შეიძლება მოძრაობა „თალიბანი“ იდგეს.

სექტემბერში ავღანეთის ხელისუფლებასა და დაჯგუფებას შორის მოლაპარაკებები განახლდა, მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს