ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 68 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორისაც ერთი თვის ჩვილიცაა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში ამჟამად 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 6 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია. როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

ამასთან, მარინა ენდელაძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული ერთი თვის ბავშვიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, გვყავს 68 კოვიდინფიცირებული, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან 3 გახლავთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 15-ზე მეტი, ჟანგბადამოკიდებულებით და პნევმონიით. პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, - განაცხადა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, საკმარისი საწოლები არსებობს იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც აუცილებელია. მარინა ენდელაძემ ეპიდვითარებაც შეაფასა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ვხედავთ, რომ მატება სერიოზულია, ამისთვის საჭიროა ყურადღებით ყოფნა. ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ნიღაბი, დისტაციის დაცვა, ხელების დაბანა და რეგულაციების შესრულება. იცით, რომ წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. ადამიანები ვართ, უნდა მივხვდეთ, რომ რასაც გვეუბნებიან და რა რეგულაციებიც არსებობს, აუცილებელია“, - განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 68 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორისაც ერთი თვის ჩვილიცაა

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს