ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევროკომისიამ ქართულ მხარეს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტი წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ეუთოს განყოფილების მოქმედი დირექტორი, ლუკ დევინი.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის თანამშრომლები.

„შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიამ გააკეთა ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის მთავარი მიმართულებების და პრიორიტეტების პრეზენტაცია, რომლებიც მომავალში საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ამბიციურ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს მიზნად.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ახალი დღის წესრიგის შეთანხმებისათვის აუცილებელ საკონსულტაციო პროცედურებზე და მოლაპარაკებების განრიგზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს