სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)

"პატრიოტთა ალიანსის" მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ბედ-იღბალის იმ 150 ადამიანზე გადაბარებაა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უღირსები არიან და ქვეყნის ბედი არ ადარდებთ. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს ოსებთან და აფხაზებთან შერიგება, აუცილებელია ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭიროს.

"ვის ანდობს საზოგადოება ქვეყნის ბედს? მე ეს არა ერთხელ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საპარლამენტო არჩევნები არის ქვეყნის ბედ-იღბალის გადაბარება 150 ადამიანზე. ეს 150 ადამიანი ხშირ შემთხვევაში არის უღირსი. პარლამენტში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არათუ ქვეყნის ბედი, არამედ ორი ბატიც არ მიებარებათ - ასეთი ადამიანების ხელში რჩება ძალაუფლება. ამის მიზეზი არის პოპულიზმი, რომლის "მამამთავარი", შემიძლია ვთქვა, რომ არის სააკაშვილი, თუმცა, საზოგადოება გაიზარდა და აღარ სჯერა მისი. მე მოსახლეობასთან ყოველდღიურად უამრავ შეხვედრას ვმართავ - მათ ასე მარტივად ვეღარ მოატყუებ, თუმცა, ნიჰილიზმი მაინც არის - "არ მოვალ, უჩემოდ მაინც გადაწყდება, ჩემი ერთი ხმა რას წყვეტს". მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, სწორედ თქვენი ერთი ხმა შესაძლოა, იყოს გადამწყვეტი! ამიტომ მობრძანდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ "პატრიოტთა ალიანსს"! თუკი ვინმეს სურს და ვიცი, რომ ყველას უნდა შერიგება ოსებთან, აფხაზებთან და ასევე რუსეთთან, რომლის ტანკებიც აქვე, ახალგორთან დგას - მობრძანდით და მიეცით ხმა "პატრიოტთა ალიანსს", რადგან ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია!" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=oE4NoLp2Gys

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით