გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)

"პატრიოტთა ალიანსის" სამგორის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილის განცხადებით, მთავრობამ ვეტერანების სასარგებლოდ ვერაფერი გააკეთა, რადგან მათ ვეტერანთა მდგომარეობა არ აინტერესებდა. მისი თქმით, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსს" აქვს შესაძლებლობა, რომ ვეტერანთა გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გამოასწოროს.

"ამ მთავრობას ხელიდან გამოეცალა ვეტერანები, რადგან მათ სასარგებლოდ ვერაფერი გააკეთეს. ვეტერანთა დეპარტამენტს ერთი ხმა არ დაუძრავს, ერთი კანონი ვერ გაიტანეს, იმიტომ რომ პარლამენტს არ სურდა მათი მოსმენა! შენ თუ ჩემი მოსმენა არ გსურს, ესე იგი შენ არ გაინტერესებს ჩემი მდგომარეობა. ვეტერანთა უფლებებს დაიცავს მხოლოდ და მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი" - მხოლოდ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ვეტერანებს გამოვუსწოროთ ის გაუსაძლისი ცხოვრების პირობები, რომელიც მათ აქვთ", - განაცხადა გურამ ნიკოლაიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=t85c5dBbkaM

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით