კომპანია “m2 ჯგუფი” "ოლიმპიური ვარსკვლავის" ობიექტის მშენებლობას იწყებს

კომპანია “m2 ჯგუფი” "ოლიმპიური ვარსკვლავის" ობიექტის მშენებლობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინას მიიღებს.

“ეს არის პროექტი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა დამთავრება და 13 წლია ეს ადამიანები უშედეგოდ ითხოვენ საკუთარი ფართების მიღებას. 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე იწყება მშენებლობა, კომპანიას მობილიზებისთვის, 2 კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ მოაწყოს სამშენებლო მოედანი და გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ დღეიდან ამ ობიექტზე სამშენებლო რეფორმებიც უკვე გაცემულია და კონკრეტულ ობიექტზე სამი წლის განმავლობაში განხორციელდება მშენებლობები”, - განაცხადა კალაძემ.

“m2 ჯგუფის” თანადირექტორის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, სამშენებლო კომპანია მსგავს პროექტს მეორედ ახორციელებს.

“დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უკვე ავიღეთ სამშენებლო ნებართვა. “ოლიმპიური ვარსკვლავის” მშენებლობის დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ეს ჩვენთვის მეორე დაუსრულებელი მშენებლობის გადმობარების პროცესია, მინდა გითხრათ, რომ “სვეტის” სამივე ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი”, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

“m2 ჯგუფის” ცნობით, პროექტი სრულად ფინანსდება “m2 ჯგუფის” მიერ, ხოლო სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას “m2 ჯგუფის” სამშენებლო კომპანია BK Construction ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო