პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდა

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეირან ოქროპირიძე აჭარაში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე თორნიკე ჯანაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

თორნიკე ჯანაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას „რეფორმერის“ საარჩევნო პროგრამა და პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

„რეფორმერი“ აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს აჭარაში. შეხვედრებზე მოქალაქეები გამოხატავენ წუხილს იმ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ და რაც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არ მოგვარდა. აჭარას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა არ კარგავს იმედს, რომ შეიცვლება არსებული გარემო. მათ აქვთ დიდი მოლოდინი ახალი სახეების მიმართ და გამოხატავენ ინტერესს. ისინი აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, პროცესებში. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ. მათ აქვთ რწმენა, რომ ჩვენ ერთად შევცვლით არსებულ გარემოს და შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამომრჩევლებთან შეხვედრები Covid 19 - ის დადგენილი რეგულაციებით და ნორმების დაცვით ჩატარდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა