მაია ცქიტიშვილი - 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უშუალოდ შერჩეული 10 000-ზე მეტი პროექტი.

“მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”,- აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ნაგავსაყრელს, დაიხურა 23 ძველი ნაგავსაყრელი, რეგიონებში კი მოეწყო 5 ნარჩენების გადამტვირთავი სადგური

„ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი.

„თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი - ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და სერვისები გზების, ტრანსპორტის, ნარჩენების მართვის, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე განათლების, კულტურისა და სპორტის და სხვა სფეროებში

მაია ცქიტიშვილმა მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო